Nuk
როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი ბევრს ჭამს და სუქდება?

თარიღი: 26 ივლისი, 2016

ცნობილი უკრაინელი პედიატრის, ევგენი კომაროვსკის ვებ–გვერდზე უამრავი კითხვა ისმება, რომელსაც პედიატრი ეტაპობრივად პასუხობს.
ამჯერად ცნობილი უკრაინელი პედიატრის ყურადღება ერთ-ერთი დედის პოსტმა მიიქცია, სადაც ის მადასა და ჭარბ წონაზე წერდა.
როგორც წესი, კითხვებს უმრავლესობა უჭმელ და ზედმეტად გამხდარ ბავშვებზე, ვიტამინებსა და კვების სპეციფიკაზეა. ამდენად მშობლის კითხვამ ექიმის ყურადღება მიიქცია, რომელშიც წერს: „თქვენთან კითხვების დიდი ნაწილი მოდის სწორედ იმაზე, რამდენად უჭმელია ბავში. მე სხვა პრობლემა მაქვს. ჩემი შვილი 2 წლისაა და ბევრს ჭამს, ხანდახან მგონია, რომ ყველაფერს შეჭამს, რასაც მისცემ. ის მზადაა კარგად დანაყრების შემდეგ , იგივე ოდენობის საკვები მიირთვას. ეს მაღელვებს იმის გამო, რომ ჩვენ გენეტიკურად გვაქვს მიდრეკილება ჭარბი წონისკენ. მე ვიცი, რას ნიშნავს იყო მსუქანი: დაცინვა, პრობლემები სკოლაში, ჯანმრთელობის პრობლემები , დიაბეტი და სხვა. ჩემი შვილი ყოველთვიურად 300-500 გრამს იმატებს. სამედიცინო ლიტერატურიდან ვკითხულობ, რომ ეს ბევრია. ვცადე საღამოს მსუბუქი საკვები მიცემა და ასეთ დროს ის საერთოდ არ იძინებს. მეგონა, რომ სიარულს დაიწყებდა და გახდებოდა. ახლა 2 წლისა დადის, ძალიან აქტიურია, მაგრამ წონაში ისევ იმატებს. მართალია, ვიზუალურად ახლა არაა ძალიან სრული, მაგრა მე მაინც ვღელავ“, – წერს მშობელი.

ექიმი კომაროვსკის პასუხი: „თქვენს მიერ მოყოლილი ისტორიიდან ვხვდები, რომ ბავშვი ჯანმრთელია. მას არაფერი აწუხებს. უნდა გაიგოთ, რომ ჭარბი წონა ესაა ენერგიის ხარჯვის დეფიციტი. თქვენი მთავარი ამოცანაა აქცენტი გააკეთოთ ცხოვრების ჯანმრთელ წესზე, რომლის წყალობითაც ბავშვი მაქსიმალურ ენერგიას დახარჯავს და ყველა იმ კალორიას დაწვავს, რომელსაც დღის მანძილზე იღებს. მოაშორეთ ის ტელევიზორს, არ ჩააცვათ თბილად, მიეცით მაქსიმალურად თამაშისა და ფიზიკური აქტიურობის საშუალება, დააკავეთ სპორტით, მეტი დრო გაატარებინეთ სუფთა ჰაერზე. ახლა თქვენი ამოცანაა, არ ჩაიციკლოთ კვებაზე. პირიქით, იფიქრეთ, როგორ შეაგუოთ პატარა, ადგეს 2 საათით ადრე ბაღში წასვლამდე და მიიღოს გრილი შხაპი. კი ბატონო, გენეტიკური ფაქტორი მოქმედებს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი ვეღარ აკონტროლებს საკუთარ თავს“ – პასუხობს ევგენი კომაროვსკი.

წყარო: http://fortuna.ge