Nuk
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

თარიღი: 19 ოქტომბერი, 2016

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
გრიპის საწინააღმდეგო  ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება. მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნოთ, ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი შეამციროს 60%-ით მთელს მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში.

ვაქცინის ეფექტურობა დამოკიდებულია რეციპიენტის ასაკსა და იმუნოკომპეტენტურობაზე, ასევე ვაქცინაში არსებული და ცირკულირებადი შტამების თანხვედრაზე.  თანხვედრის შემთხვევაში ვაქცინა ეფექტურია 70-80%-ში 65 წლამდე ასაკის პირებში, ხანშიშესულებში კი - 30-70%-ში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ევროპის რეგიონში შემავალი ქვეყნებისთვის (მათ შორისაა საქართველო), გრიპის სეზონად მიჩნეულია მიმდინარე წლის მე-40 კვირიდან მომდევნო წლის მე-20 კვირის  ჩათვლით პერიოდი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას აძლევს ყველა ქვეყანას 2016-2017 წლის  გრიპის სეზონისთვის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდეს შემდეგ  რისკ ჯგუფებში:  

ა) უმაღლესი პროირიტეტულობით:
- ორსულები.

ბ) პრიორიტეტლად (თანმიმნდევრობის გათვალისწინების გარეშე):
- ბავშვები 6-59 თვის ასაკში;
- ხანდაზმულები;
- სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონე პირები;
- ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელნი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, 2016-2017 წლის გრიპის სეზონისთვის საქართველოში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ვაქცინაციისთვის პრიორიტეტულად მიჩნეული იქნა შემდეგი  ჯგუფები:

ა) სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონეთაგან:
- 18 წლამდე ასაკის დიაბეტის მქონე პირები;
- დიალიზზე მყოფი პირები;
- C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
- აივ ინფიცირებული პირები;

ბ) სხვა პრიორიტეტული ჯგუფები:
- ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების  ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
- კლინიკებში/სტაციონარში/სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში მომუშავე სამედიცინო პერსონალი.

სახელმწიფოს მიერ ქვეყნის უზრუნველყოფა სეზონურის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცით რისკჯგუფების ასაცრელად: 

2013-2014 წლის სეზონი
♦  შესყიდული ვაქცინის რაოდენობა - 4000 დოზა
♦ ვაქცინის დასახელება - VAXIGRIP, გრიპის ინაქტივირებული სპლიტ-ვაქცინა; მწარმოებელი - SANOFI PASTEUR SA (საფრანგეთი)

 2014-2015 წლის სეზონი 
♦  შესყიდული ვაქცინის რაოდენობა - 8000 დოზა
♦  ვაქცინის დასახელება - INFLUVAC,  გრიპის ინაქტივირებული ვაქცინა (ზედაპირული ანტიგენი); მწარმოებელი - Abbott Biologicals B.V. (ჰოლანდია)

2015-2016 წლის სეზონი 
♦  შესყიდული ვაქცინის რაოდენობა - 10 000  დოზა,  მათ შორის:
♦  5000 დოზა - ვაქცინის დასახელება - INFLUVAC,  გრიპის ინაქტივირებული ვაქცინა (ზედაპირული ანტიგენი); მწარმოებელი - Abbott Biologicals B.V. (ჰოლანდია)
♦  5000 დოზა - ვაქცინის დასახელება - VAXIGRIP,  გრიპის ინაქტივირებული სპლიტ-ვაქცინა; მწარმოებელი - SANOFI PASTEUR SA (საფრანგეთი)

2016-2017 წლის სეზონი 
♦  შესყიდული ვაქცინის რაოდენობა - 20 000  დოზა♦  ვაქცინის დასახელება - INFLUVAC,  გრიპის ინაქტივირებული ვაქცინა (ზედაპირული ანტიგენი); მწარმოებელი - Abbott Biologicals B.V. (ჰოლანდია).