შესაძლებელია თუ არა კბილების გათეთრება ორსულობის დროს

თარიღი: 21 მარტი, 2017

კბილების გათეთრება: შესაძლებელია თუ არა ამ პროცედურის ჩატარება ორსულობის დროს?

- იმის შესახებ, თუ კბილების გათეთრების როგორი მეთოდები არსებობს ამჟამად და რომელია მათგან ყველაზე ეფექტური, მრავალი სტატია არის დაწერილი და სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს ამ პროცედურას, რომ ქათქათა ღიმილი შეიძინოს. ვიღაცას ამაში ეხმარება კბილების გათეთრების შინაური რეცეპტები, (სისტემები,) ვიღაც იყენებს მათეთრებელ პასტებს, ვიღაც კი თავის ჯანმრთელობას პროფესიონალებს ანდობს და კბილებს ითეთრებს სტომატოლოგიურ კლინიკაში. თითოეულ ამ მეთოდს აქვს (არსებობის უფლება,)თავისი შედეგები, მაგრამ რამდენად შეიძლება მათი გამოყენება ორსული ქალისთვის, რომელსაც სურს კარგად გამოიყურებოდეს და ამავდროულად არ ავნოს თავის პატარას?

- გათეთრების შინაური სისტემები ყველაზე მოხერხებული და ყველანაირად ხელმისაწვდომი ვარიანტია, მაგრამ ორსულობის დროს ამ გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია, რომ მათეთრებელ საშუალებებში შეიძლება შედიოდეს ნივთიერებები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ პირის ღრუს ქსოვილების და შესაძლებელია, მთელი ორგანიზმის მდგომარეობაზეც, თუ ისინი შემთხვევით კუჭში მოხვდებიან. 


- გაცილებით უსაფრთხო და სწრაფი გათეთრება შეიძლება კლინიკაში, მაგრამ იქ, სადაც პროფესიონალი ექიმები, ძირითადად, გირჩევენ მოიცადოთ ბავშვის დაბადებამდე და შემდეგ იზრუნოთ თქვენი კბილების ფერზე. თუ თქვენი ექიმი სწორედ ასეთია, ე.ი. მისთვის სულ ერთი ნამდვილად არ არის თქვენი და თქვენი ბავშვის ჯანმრთელობა. რატომ?

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ კბილების გათეთრების ტექნოლოგიების შესახებ სტატიათა უმრავლესობაში, სხვა უკუჩვენებებს შორის ნახსენებია ორსულობაც. და ამის სერიოზული საფუძველიც არის. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ გათეთრება არ უნდა ჩატარდეს ღრძილებისა და კბილების რომელიმე დაავადების არსებობის დროს. ორსულობის პერიოდში კი ხდება მანამდე არსებული სტომატოლოგიური დაავადებების გამწვავება და ახალი დაავადებების გაჩენა. ეს ყველაფერი ხდება ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებების, ასევე მომავალი დედის ყოველდღიურ რაციონში კალციუმის ნაკლებობის გამო. ძალიან ხშირად ქალს უვითარდება „ორსულთა გინგივიტი" - ღრძილების ანთება. ეს ყველაფერი, ორსულობის გათვალისწინების გარეშეც კი, უკვე საკმარისი მიზეზია, რომ გათეთრების პროცედურა არ ჩატარდეს.

ამავდროულად, ასევე დიდია ალბათობა, რომ მათეთრებელი საშუალებების გამოყენებისას მათი ზოგიერთი კომპონენტი შემთხვევით გადაიყლაპება და ზიანს მიაყენებს ბავშვს. ამის გარანტირება არავის არ შეუძლია და სწორედ ამიტომ, სტომატოლოგები გვირჩევენ თავი შევიკავოთ გათეთრების პროცედურის ჩატარებისგან.

- გამოდის რომ ორსულობის დროს უფრო მიმზიდველი რომ გავხადოთ ჩვენი ღიმილი, არანაირი შანსი არ არის. მაგრამ: არსებობს ნაყოფისთვის სავსებით უსაფრთხო სტომატოლოგიური პროცედურები, რომლებსაც შეუძლიათ კბილებს დაკარგული ფერი დაუბრუნონ. მაგალითად, კბილების პროფესიონალური წმენდა, რომლის დროსაც არ გამოიყენება საშიში ქიმიური ნივთიერებები. წმენდის პროცესში კბილის მინანქრის ზედაპირიდან მოცილდება ყველა არსებული დანალექი - ნადები, კბილის ქვა და შესაძლოა, ფოლაქებიც. შედეგად მინანქრის ელფერი რამდენადმე ნათელი ხდება. ზოგჯერ პროფესიონალურ წმენდას უფრო მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს.

მაგრამ თუ ქათქათა ღიმილის სურვილი იმდენად დიდია, რომ თქვენ მზად ხართ ნებისმიერი ფინანსური დანახარჯისთვის და ამავდროულად, გინდათ დაიცვათ თქვენი მომავალი ბავშვი, შეგიძლიათ აირჩიოთ ლუმინირები. ამისათვის საკმარისია ჩაიტაროთ პირის ღრუს სრული სანაცია (რადგან ნებისმიერი სტომატოლოგიური დაავადება ამ პროცედურის უკუჩვენებაა), დაიმაგროთ უთხელესი ლუმინირები თქვენი კბილების ზედაპირებზე და ჰოლივუდის ღიმილი უზრუნველყოფილია!


რაც შეეხება გათეთრების ტრადიციულ მეთოდებს, უმჯობესია თუ ორსულობის დროს მათ არ გამოვიყენებთ. რადგან გათეთრებისთვის გამოყენებადი სპეციალური გელების გავლენა ბოლომდე შესწავლილი არ არის და არც ერთი მომავალი დედა, რომელიც ზრუნავს თავისი პატარას ჯანმრთელობაზე, ქათქათა ღიმილისთვის არ გარისკავს. მით უმეტეს, რომ თქვენი ღიმილი ყოველგვარი გათეთრების გარეშეც მშვენიერი იქნება, იმ ქალების მსგავსად, რომლებიც ბავშვს ელოდებიან.