Nuk
სტრესი თანამედროვე სამყაროში, სტრესის სიმპტომები

თარიღი: 12 მაისი, 2018

სტრესი თანამედროვე სამყაროში, სტრესის სიმპტომები

თეონა გომართელი- ექიმი ფსიქოთერაპევტი, კლინიკური ფსიქოლოგი

ჩვენი კლინიკის პაციენტების მხრიდან სტრესის თემისადმი ინტერესი კვლავაც აქტუალურია. სტრესი პოპულარული სამედიცინო და ფსიქოლოგიური დიაგნოზია. პიროვნების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ქრონიკული სტრესები მკვეთრად აუარესებენ. კვლევები ს მიხედვით, სტრესული მოვლენებიდან 6 თვის განმავლობაში დეპრესიის განვითარების რისკი ექვსჯერ უფრო მატულობს, ხოლო სუიციდური მცდელობის - შვიდჯერ. სტრეს ფაქტორებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პიროვნებასთან განშორებით ან სიკვდილით გამოწვეულ დანაკლისს, ფასეულობათა რღვევას, დაუცველობის განცდას, მომავლის შიშს და მკვეთრ ცხოვრებისეულ ცვლილებებს. ჩვენი გუნდი პაციენტს განიხილავს, როგორც ერთ მთლიანს- ბიო-ფსიქო-სოციალურ პიროვნებას და თვლის, რომ ჯანმრთელობის პრობლემის განვითარებაში გენეტიკურ, ბიოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ.

ემოციური სტრესი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორს წარმოდგენს გულ-სისხლძარღვთა, ნევროზის, კუჭ -ნაწლავის ზოგიერთ დაავადებათა განვითარებაში, აგრეთვე ზრდის ინფექციური დაავადებების ალბათობას. 

სტრესის ხშირი მიზეზი - აიზენკის მიხედვით:

ფიზიკური სტრესორები-ხმაური, სიბინძურე, სიცხე, ვიბრაცია, ქიმიური ნივთიერებები, საფრთხე.

სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესორები-დროის უქონლობა, რთული სამუშაო, მონოტონური სამსახური, არასაკმარისი სამუშაო.

როლურ პოზიციასთან დაკავშირებული სტრესორები-როლური გაურკვევლობა, როლური კონფლიქტი, -სხვადასხვა როლების მოთხოვნა, პასუხისმგებლობა, 

კარიერა-დაწინაურება, ნელი დაწინაურება, დაუკმაყოფილებლობა.

სოციალური სტრესორები-უფროსთან ცუდი ურთიერთობა, აგრეთვე კოლეგებთან, დაქვემდებარებულ პირებთნ, დამკვეთებთან. ჩასაფრება, თვალთვალი. 

სამუშაო დრო-ღამის სამუშაო, ცუდად დაგეგმილი ცვლის გრაფიკი

რა სიმპტომებით გამოვიცნოთ სტრესი.

სტრესის სიმპტომები:

თავის ტკივილი

დისკომფორტი მუცლის არეში.დიარეა.

ღებინება

ტკივილი მკერდის არეში, ტაქიკარდია

ინსომნია

ხშირი გაცივება, ინფექცია

სურვილის შესაძლებლობის დაკარგვა და დაქვეითება

ყურებში ხმაური

კუნთების დაძაბულობა