Nuk
სტრესის მართვის ბუნებრივი საშუალება - არკორელაქსი სტრესის კონტროლი

თარიღი: 27 აპრილი, 2022

სტრესი წარმოადგენს ბუნებრივ მდგომარეობას, როდესაც ორგანიზმს უძნელდება სპეციფიურ მოთხოვნებთან ან მოვლენებთან გამკლავება.

სტრესი საფრთხისაგან ორგანიზმის ბუნებრივი დაცვაა. იგი იწვევს ჰორმონულ ცვლილებებს, რაც ორგანიზმს ამზადებს წინააღმდეგობის გასაწევად და შედეგად უსაფრთხო მდგომარეობის მისაღწევად. სტრესის საპასუხოდ ორგანიზმში ხდება დიდი რაოდენობით კორტიზოლის, ეპინეფრინის და ნორეპინეფრინის გამოთავისუფლება, რაც გამოვლინდება შემდეგი ფიზიკური რეაქციებით

- არტერიული წნევის მომატება

- გულისცემის გახშირება

- კუნთების ტონუსის გაძლიერება

- ოფლიანობა

- განგაშის შეგრძნება

გარემოს ფაქტორებს, რომლებიც იწვევენ აღნიშნულ რეაქციას, სტრესორები ან სტრესული ფაქტორები ეწოდება.

სტრესი შედგება რამოდენიმე ფაზისგან, რომელთა ხანგრძლივობა და ინტენსივობა დამოკიდებულია სტრესული ფაქტორის სიძლიერეზე, ხანგრძლივობაზე და ადამიანის ნერვული სისტემის მდგომარეობაზე. ეს ფაზებია: განგაშის, დაძაბულობის და გამოფიტვის ფაზები.

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია არკოფარმა გვთავაზობს პრეპარატს არკორელაქსი სტრესის კონტროლი, რომელიც მოქმედებს სტრესის ფაზებზე და აადვილებს სტრესულ სიტუაციასთან გამკლავებას.

არკორელაქსი სტრესის კონტროლის მოქმედება განპირობებულია მასში ორი ადაპტოგენური მცენარის შემცველობით მაგნიუმთან და B6 ვიტამინთან ერთად. ადაპტოგენური მცენარე ხასიათდება უნიკალური თვისებით - „მიხვდესრა ჭირდება ადამიანის ორგანიზმს სტრესულ სიტუაციაში საუკეთესო პასუხისთვის: ასტიმულირებს მას დაღლილობის, გამოფიტვის, ენერგიის ნაკლებობის დროს და ამშვიდებს დაძაბულობის მატების დროს.

არკორელაქს სტრესის კონტროლში შემავალი სიბერიული ჟენშენი ზრდის ორგანიზმის ფიზიკურ გამძლეობას (+26%), როდიოლა აძლიერებს ემოციურ რეზისტენტობას (+32%), მაგნიუმის გლიცეროფოსფატი B6 ვიტამინთან ერთად აქვეითებს დაღლილობის დაგამოფიტვისშეგრძნებას.

არკორელაქსი სტრესის კონტროლი ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით და კარგი ამტანობით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. არ იწვევს მიჩვევას.

არკორელაქსი სტრესის კონტროლი მიიღება  დღეში 2 ტაბლეტი, დილით. ინტენსიური სტრესის დროს (მაგალითად, მოახლოებული გამოცდები, სამსახუროებრივი სტრესი): დასაშვებია დღიურად 3 ტაბლეტის მიღება (2 დილით, 1 საღამოს). მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული 5 საათის შემდეგ

 

 

დაწვრილებით: http://vidal.ge/drugs/arkorelax-stress