Nuk
როგორ მოვიხმაროთ ნაკლები სუფრის მარილი

თარიღი: 19 მაისი, 2016

როგორ მოვიხმაროთ ნაკლები სუფრის მარილი?
მოზრდილ პირებში მარილის მოხმარების რეკომენდირებული ნორმაა 6 გრამი დღე–ღამეში. რეალურად, მოზრდილთა უმეტესი ნაწილი გაცილებით მეტ მარილს მოიხმარს.

ჩვენს დღიურ რაციონში არსებული მარილის დიდი ნაწილი ,,დამალულია’’ პურ–პროდუქტებში. მოხმარებული მარილის 80% –ს შეიცავს, მზა საკვები პროდუქტები, მზა სადილები და მზა მარცვლეული.
მოხმარებული მარილის 20% მოდის საკვების მომზადებისას ან უშუალოდ სუფრასთან დამატებულ მარილზე.
• საკვების მომზადება ნაკლები მარილით
შეგიძლით შეამციროთ მარილის მოხმარება 20%–თ ანუ მეხუთედი ნაწილით, ერთი მარტივი ცვლილებით: არ დაამატოთ მარილი საკვებს მომზადებისას ან უშუალოდ სუფრასთან. აღნიშნული რთულად მოგეჩვენებათ, განსაკუთრებით, თუ ამზადებთ საკვებს სეზონურად შესანახად და აყრით მარილს განუსაზღვრელად. მაღალი წნევის მქონე პირებში ჩვევის ცვლილება ამ მიმართულებით ძალზე სასარგებლოა. გემოვნებითი რეცეპტორები დროთა განმავლობაში ეჩვევიან ამ გემოს და თქვენ შეძლებთ კვებითი ქცევის ხარჯზე დააქვეითოთ არტერიული წნევა.
• საკვების მომზადებისას მარილის გამოყენების შემცირების გზები
გააკეთეთ შესვენება: პირველი სასარგებლო ნაბიჯი იქნება, თუ მაგიდიდან აიღებთ სამარილეს.
არ დაამატოთ მარილი განუსაზღვრელად: ეს არ გააკეთოთ, არა მარტო საკვები პროდუქტის შესანახად დამარილებისას, არამედ არ იხმაროთ მარილწყალი მაკარონის, ბრინჯის და ბოსტნეულის მოხარშვისას.
თავი აარიდეთ მარილიან სოუსებს და სანელებლებს: არ გამოიყენოთ მარილიანი სოუსები და სანელებლები, გამოიყენეთ ან მოამზადეთ თქვენ თვითონ–მათი ნაკლებ მარილიანი შემცვლელები. შეარჩიეთ თქვენს საყვარელ საკვებ პროდუქტებში, დაბალი მარილის შემცველობის სახეობები.
• ნატრიუმის დაბალი შემცველობით, მარილის შემცვლელები
თუ აღმოაჩენთ, რომ ვერ შეძლებთ კვებას ამ გემოვნებითი ფაქტორის გარეშე, შეგიძლიათ გამოიყენოთ მარილის შემცვლელები, ნატრიუმის დაბალი შემცველობით. ამ შემთხვევაში მარილის ძირითადი ინგრედიენტი, არის კალიუმი, რომელიც ასევე სასარგებლოა წნევის დამწევი ეფექტის თვალსაზრისითაც.
სამწუხაროდ, ყველასათვის არ არის რეკომენდირებული ნატრიუმ–ჩანაცვლებული მარილის მიღება, ამ გადაწყვეტილების მიღება ექიმის კონსულტაციას საჭიროებს.