Nuk
თამბაქო ამსხვრევს გულებს

თარიღი: 31 მაისი, 2018

თამბაქო ამსხვრევს გულებს
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) და მისი პარტნიორები 31 მაისს ყოველწლიურად აღნიშნავენ მსოფლიო დღეს თამბაქოს გარეშე (World No Tobacco Day). ამ დღეს ყურადღების გამახვილება ხდება თამბაქოსთან ასოცირებულ ჯანმრთელობისა და სხვა რისკებზე. ასევე, ხდება თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ მიმართული ეფექტური პოლიტიკის ადვოკატირება.
2018 წელს, მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე ფოკუსირებულია „თამბაქოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე“. კამპანია ცნობიერებას აამაღლებს შემდეგ საკითხებზე:
· თამბაქოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის კავშირი, ინფარქტის ჩათვლით, რომლებიც მსოფლიოში სიკვდილიანობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს;
· შესაძლო ქმედებები და ზომები, რაც წამყვან აუდიენციას, მოიცავს მთავრობას და საჯარო საზოგადოებას, შეუძლია განახორციელოს თამბაქოსთან ასოცირებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად
როგორ უქმნის თამბაქო საფრთხეს გულის ჯანმრთელობას მსოფლიოში
მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე 2018 კონცენტრირებული იქნება თამბაქოს გავლენაზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების კუთხით.
თამბაქო გულის კორონარული დაავადებების, ინფარქტის და პერიფერული სისხლძარღვების დაავადებების მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია გულზე თამბაქოს მავნე გავლენა და ხელმისაწვდომია გზები, რომლებიც ამცირებს მასთან დაკავშირებულ სიკვდილიანობას და ავადობას, საზოგადოების დიდ ნაწილს მაინც არ გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თამბაქო გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს.
ფაქტები თამბაქოს, გულის და სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესახებ
მსოფლიოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები უფრო მეტ ადამიანს კლავს ვიდრე სიკვდილის სხვა ნებისმიერი მიზეზი. თამბაქოს მოხმარება და მეორადი კვამლის ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის დაახლოებით 12%-ს წარმოადგენს. თამბაქო, როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევი მიზეზი, მეორე ადგილზეა ჰიპერტენზიის შემდეგ.
თამბაქოს გლობალური ეპიდემიის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება, აქედან დაახლოებით 900 000 ადამიანი არამწეველია, რომელიც თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედებით იღუპება. მსოფლიოს 1 მილიარდზე მეტ მწეველთა დაახლოებით 80% ცხოვრობს დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, სადაც თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების და სიკვდილის ტვირთი ყველაზე მძიმეა. ჯანმოს MPOWER ზომები თანხვედრაშია თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციასთან (WHO FCTC) და იგი შესაძლოა გამოყენებულ იქნას სახელმწიფოს მიერ თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად და არაგადამდები დაავადებებისგან დასაცავად.
ეს გულისხმობს:
· თამბაქოს მოხმარების და პრევენციული პოლიტიკის მონიტორინგი
· თამბაქოს კვამლის ზემოქმედებისგან ადამიანების დაცვა საზოგადოებრივი თავშეყრის შენობა-ნაგებობებში, სამუშაო ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევის სრული აკრძალვით
· თამბაქოზე თავის დანებების ხელშეწყობა
· თამბაქოს საფრთხის შესახებ გაფრთხილება ერთგვაროვანი/სტანდარტული შეფუთვის დანერგვით, დიდი ზომის გრაფიკული გამოსახულებების და სამედიცინო გაფრთხილებების დატანით თამბაქოს შეფუთვებზე და ეფექტური ანტი-თამბაქოს კამპანიების დანერგვით რომელიც საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას თამბაქოსა და მეორადი კვამლის მავნეობის შესახებ
· თამბაქოს რეკლამის, პოპულარიზაციის და სპონსორობის აკრძალვა
· თამბაქოს პროდუქტებზე გადასახადების მატება და მისი ხელმისაწვდომობის შემცირება
მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე 2018 წელის კამპანიის მიზნები
· ხაზი გაესვას თამბაქოსა და გულ-სასხლძარღვთა დაავადებებს შორის კავშირს
· საზოგადოებაში გაიზარდოს ცნობიერება თამბაქოს მოხმარების და მისი მეორადი კვამლის უარყოფითი გავლენის შესახებ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე
· შეიქმნას შესაძლებლობები საზოგადოებისთვის, მთავრობისთვის და სხვა მხარეებისთვის, რათა პოპულარიზაცია გაუწიონ გულის სიჯანსაღეს თამბაქოს პროდუქტების გამოყენებისგან ადამიანების დაცვით
· მოხდეს ქვეყნების სტიმულირება ჯანმო-ს FCTC MPOWER ზომების დანერგვის გასაძლიერებლად