Nuk
წამლისმიერი ალერგია

თარიღი: 09 დეკემბერი, 2015

რა არის წამლისმიერი ალერგია? - წამლისმიერ ალერგიას ასევე მოიხსენიებენ როგორც წამლის ჰიპერმგრძნობელობას (წამლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა), ეს არის რეაქცია წამალზე, როცა ორგანიზმის იმუნური სისტემა რეაგირებს მედიკამენტზე ისე, თითქოს ეს იყოს მისთვის საშიში და ცდილობს ებრძოლოს მას.

წამლისმიერი ალერგიის სიმპტომებია გამონაყარი კანზე, ქავილი, შეშუპება ან მწვავე შემთხვევაში სუნთქვის გაძნელება, წნევის დაქვეითება რის ფონზეც ვითარდება სინკოპე (გულის წასვლა). წამლიესმიერი ალერგია არ არის წამალზე გვერთითი მოვლენების გამოვლენის ანალოგი. წამლის მიერი გვერდითი მოვლენა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გამოუვლინდეს.

როგორია წამლისმიერი ალერგიის სიმპტომები? - არსებობს რამდენიმე ტიპის წამლისმიერი ალერგია . ყველაზე ძლიერი "დაუყოვნებელი" ტიპის ალერგიული რეაქციაა, იწყება წამლის მიღებიდან სწრაფად (როგორც წესი რამდენიმე საათში ).

სიმპტომები:
• ურტიკარია - ზედაპირიდან ამოწეული, წითელი ბრტყელი ელემენტები, ძლიერი ქავილით
• კანის ქავილი
• კანის სიწითლე (ჰიპერემია) და სიმხურვალის შეგრძნება
• სახის, ხელების, ფეხების, ხორხის შეშუპება
• ყლაპვის გაძნელება, ხმის ტემბრის შეცვლა, გაძნელებული სუნთქვა, მსტვინავი სუნთქვა ("ვიზინგი")
• ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი
• თავბრუსხვევის შეგრძნება

ამ ტიპის მედიკამენტური ალერგია საშიშია თუ არ მოხდა მედიკამენტის შეწყევტა.

მეორე ტიპის მედიკამენტურ ალერგიას ეწოდება „დაყოვნებული“, რომელიც უფრო ხშირია. ამ ტიპის რეაქცია ძალიან საშიში არაა, იწვევს გამონაყარს წამლის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ქავილი შეიძლება ახლდეს თან, შეიძლება არა. ასეთი ტიპის ალერგია როგორც წესი არ უარესდება და კანის გარდა სხვა ორგანოებს არ აზიანებს. (თუმცა არსებობს ძალიან იშვიათი კანის რეაქცია წამალზე, სტივენს ჯონსონის სინდომი რომელმაც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გართულებები გამოიწვიოს)

უნდა მივმართო თუ არა ექიმს? დამოკიდებულია რა ტიპის რეაქცია გაქვთ წამალზე. გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ გაქვთ:

• მსტვინავი სუნტქვა „ვიზინგი“ ან გაძნელებული სუნთქვა
• გულმკერდის არეში ტკივილი ან შებოჭილობის შეგრძნება
• გულის წასვა
• სახის, ტუჩების, ენის ან ხორხი შეშუპება
მიმართეთ ექიმს თუ დაიწყეთ ახალი მედიკამენტის მიღება და გაგიჩნდა შემდეგი სიმპტომები:

• ურტიკარიული გამონაყარი, ქავილი
• ძლიერი მუცლის ტკივილი ან ღებინება
• მაღალი ცხელება
• კანზე ტკივილის შეგრძნება
• კანზე სითხის შემცველი ბუშტები
• ლორწოვანი გარსის ტკივილი და გაღიზიანება თვალებზე, პირის ღრუში, გენიტალიებზე და სხვა

როგორ იკურნება წამლისმიერი ალერგია? - თუ ძლიერი ალერგიული რეაქცია გაქვთ სასურველია მკურნალობა ჩატარდეს სტაციონარში. გარდა ანტიალერგიული მედიკამენტებისა შესაძლოა დაგჭირდეთ ჟანგბადი ნიღბით და ინრავენური ინფუზია.

საჭიროა თუ არა გამოკლვევის ჩატარება? - შესაძლოა დაგჭირდეთ. თუ თქვენი ექიმი ჩათვლის რომ ეს არის დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია, გარკვეული დროის შემდეგ ჩაიტარებთ კანის პრიკ ტესტირებას. ამ ტესტის შესრულებისთვის ექიმი ან მედდა გაწვეთებთ წამალს კანზე და ახდენს მის ჩაჩხვლეტას. შემდეგ აკვირდება მოხდება თუ არა ამ ადგილის გაწითლება და შეშუპება. ამით დგინდება ნამდვილად ხართ თუ არა კონკრეტული მედიკამენტის მიმართ ალერგიული.

შესაძლებელია თუ არა მედიკამენტური ალერგიის პრევენცია? - თუ უკვე იცით რომ ამა თუ იმ მედიკამენტზე გქონიათ ალერგია:

• აუცილებლად აცნობეთ ეს ექიმს სანამ მედიკამენტს გამოგიწერთ;
• ატარეთ წამლისმიერი ალერგიის სამაჯური.