Nuk
ინტიმური ახალგაზრდობის შენარჩუნება

თარიღი: 11 ნოემბერი, 2020

დადგენილია, რომ ქალთა უმრავლესობა ვაგინალურ სიმშრალეს არ აღიარებს, როგორც ჯანმრთელობის პრობლემას. მათგან მხოლოდ 20% მიმართავს ექიმს სამკურნალოდ. დაგვიანებული მიმართვა კი განაპირობებს სხვადასხვა გართულების წარმოშობას. ამ დროს იზრდება შარდ-სასქესო ინფექციების გავრცელების და სხვა გინეკოლოგიური პათოლოგიების განვითარების რისკი. რა არის ვაგინალური სიმშრალე? როდის და რატომ შეიძლება შეგვაწუხოს ამ პრობლემამ? როგორ ვუმკურნალოთ მას? აღნიშნულ თემაზე გვესაუბრება მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტი, ექიმი-გინეკოლოგი მადონა ჯუღელი.

რა არის ვაგინალური სიმშრალე?
ვაგინალური, ანუ საშოს სიმშრალე – ეს არის გავრცელებული მდგომარეობა, რომელიც შესაძლოა განვითარდეს ქალის ორგანიზმში სხვადასხვა მიზეზის გამო. საშოს სიმშრალის დროს მისი ლორწოვანი გარსის ტენიანობა მკვეთრად დაქვეითებულია და საშოს კედლები გათხელებულია.

რა არის ვაგინალური სიმშრალის მიზეზი?

ვაგინალური სიმშრალის ძირითადი მიზეზია ქალის ჰორმონის – ესტროგენის დონის დაქვეითება, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ფიზიოლოგიურად, მაგალითად, მშობიარობის შემდგომ ლაქტაციისა და კლიმაქტერულ პერიოდებში, ასევე გამოვლინდეს ჰორმონ-მეტაბოლური დარღვევების შედეგად. ხშირად ესტროგენების დაქვეითებას და მის შედეგად განვითარებულ საშოს სიმშრალეს განაპირობებს ფსიქო-ემოციური ფაქტორებიც, სხვადასხვა მედიკამენტი და ქიმიოთერაპიული საშუალება.


რას უჩივის ამ დროს პაციენტი?

უპირველესად, პაციენტის მთავარი ჩივილია ტკივილი სქესობრივი ურთიერთობის დროს. პაციენტები ასევე უჩივიან გამონადენს საშოდან, წვას და ქავილს. საშოს სიმშრალის დროს საშოს, საშვილოსნოს ყელის, შორისისა და ვულვის არე კარგავს ლორწოვანის მრავალშრიანობას, მათი კედლები თხელდება, ვითარდება მიკრობიოტას, ანუ საშოს ნორმალური ფლორის ცვლილებები, ირღვევა მჟავა-ტუტოვანი ბალანსი და იზრდება დაავადებების გამომწვევი ბაქტერიების გამრავლების რისკი, რაც ხშირად საშოდან გამონადენის მიზეზი ხდება.

 
მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დავადგინოთ მიზეზი და შემდეგ ამ მიმართულებით დავიწყოთ მკურნალობა. სამკურნალოდ გამოიყენება: ჰორმონოთერაპია, ფიტოთერაპია და ადგილობრივი თერაპია – ლაზეროთერაპიული აპარატით კომბინაციაში ჰიალურონის მჟავასთან ერთად. ლაზეროთერაპია არის თანამედროვე მკურნალობის მეთოდი, რომელიც ვაგინალური სიმშრალის ალტერნატიულ თერაპიად მოიაზრება. აპარატ „მონალიზა თაჩი“-თ, იგივე ფრაქციული CO2 ლაზერით ტარდება 3 პროცედურა, რომელსაც ძალიან კარგი შედეგები აქვს. ჩემს პრაქტიკაში მას ვიყენებ ჰიალურონის მჟავასთან ერთად.

რატომ ჰიალურონის მჟავა?

ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს ნივთიერებას, რომელიც, როგორც ლუბრიკანტი, ისე ახდენს ზემოქმედებას საშოს ლორწოვანზე, ატენიანებს და აღადგენს მის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. დატენიანების შემდეგ კი საშოს სიმშრალისთვის დამახასიათებელი ჩივილები მკვეთრად მცირდება.

ჰიალურონის მჟავას შემცველ რომელ მედიკამენტს გაუწევდით რეკომენდაციას?
დღეს ბაზარზე ჰიალურონის მჟავას შემცველობის სხვადასხვა გელი თუ სანთელი არსებობს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვურჩიო საკუთარ პაციენტებს „ჰიალოგინის“ გელი ან სანთელი, რადგან მხოლოდ „ჰიალოგინი“ შეიცავს ჰიალურონის მჟავის უნიკალურ ფორმულას –ჰიდეალ D-ს, რომლის შეწოვა უჯრედებში მაქსიმალურად ღრმად ხდება. ის ყველაზე კარგად ატენიანებს საშოს ლორწოვანს და ხანგრძლივი ეფექტიც აქვს. „ჰიალოგინი“ გამოირჩევა ანტიმიკრობული და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით, სწრაფად აღადგენს საშოს PH-ბალანსს, ახდენს ეპითელიუმის რეგენერაციას და უზრუნველყოფს მის სიჯანსაღეს.

„ჰიალოგინი“ კომფორტული და ეკონომიურია გამოყენების თვალსაზრისით, ფლობს მაღალი ადჰეზიის უნარს და ინარჩუნებს მის მოქმედებას 72 საათის განმავლობაში, ამიტომაც გამოიყენება 3 დღეში ერთხელ. აქვს სწრაფი ეფექტი და მიღებული შედეგი ნარჩუნდება ხანგრძლივად. აღიარებულია FDA-ს მიერ, არ შეიცავს პარაბენს და კონსერვანტებს.

„ჰიალოგინი“ წარმოებულია იტალიაში, ფარმაცევტული კომპანია FIDIA-ს მიერ, რომელიც პროდუქტებს 1946 წლიდან ქმნის.

„ჰიალოგინის“ შეძენა შესაძლებელია საქართველოს ყველა სააფთიაქო ქსელში.