Nuk
ვიტამინ D-ს დეფიციტი და მისი გავლენა ქალის ჯანმრთელობაზე მენოპაუზის პერიოდში

თარიღი: 30 ნოემბერი, 2022

ვიტამინ D-ს დეფიციტი და მისი გავლენა ქალის ჯანმრთელობაზ მენოპაუზის პერიოდში

 

ვიტამინ D-ს დეფიციტი ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური პრობლემაა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში მოსახლეობის დიდ ნაწილს აღნიშნული ვიტამინის დეფიციტი აღენიშნება ზაფხულის პერიოდშიც კი. D ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის დაბადებიდან ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. დღეს ვისაუბრებთ D ვიტამინის მნიშვნელობაზე, მისი დეფიციტის გავლენაზე ქალის ორგანიზმზე მენოპაუზის პერიოდში.

 

D ვიტამინის (ქოლეკალციფეროლი) ფუნქციები არ შემოიფარგლება მხოლოდ კალციუმ-ფოსფორის ცვლის კონტროლით. იგი ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმში სხვა ფიზიოლოგიურ პროცესებზეც, მათ შორის უჯრედული ზრდის მოდულაცია, ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობა, იმუნიტეტი, ანთებითი პროცესები. არსებობს მონაცემები დე ვიტამინის დეფიციტის ფონზე სარძევე ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავის, პროსტატის, ენდომეტრიუმის, საკვერცხეების, კუჭქვეშა ჯირკვლის, შარდის ბუშტის სიმსივნის განვითარების რისკის შესახებ. ბოლო პერიოდში ტარდება მრავალი კვლევა კორონავირუსული ინფექციის გართულებების და სიკვდილიანობის რისკის მატების შესახებ დე ვიტამინის დეფიციტის დროს.

 

D ვიტამინის ბიოლოგიური აქტივობა მნიშვნელოვანია ქალის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებისთვის. იგი ზემოქმედებას ახდენს ესტრადიოლის და პროგესტერონის სტეროიდოგენეზზე, ანტიმიულერული ჰორმონის სინთეზზე და ენდომეტრიუმში მიმდინარე პროლიფერაციულ პროცესებზე. არსებობს მონაცემები ვიტამინი დ-ს მეტაბოლიზმის კავშირზე ზოგიერთ გინეკოლოგიურ დაავადებასთან.

ბოლო დროს ტარდება კვლევები, რომლებიც დაკავშირებულია ვიტამინ დ-ს დეფიციტთან მენოპაუზის პერიოდში.

მენოპაუზის პერიოდში მატულობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ონკოლოგიური პათოლოგიების, ოსტეოპოროზის განვითარების რისკი, ასევე უარესდება კოგნიტური ფუნქციები.

ცნობილია, რომ მენოპაუზის პერიოდის ერთ-ერთი სიმპტომის - წამოხურებების (ე.წ. „ალები“) წარმოშობაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ნეირომედიატორ სეროტონინს, რომელიც ზემოქმედებას ახდენს თერმორეგულაციაზე. ბიოლოგიური ექსპერიმენტებით მიღებულია ცნობები იმის შესახებ, რომ ქოლეკალციფეროლს აქვს უნარი ხელი შეუშალოს სეროტონინის დონის შემცირებას, რასაც ადგილი აქვს მენოპაუზის პერიოდში.

 

მენოპაუზის შუა პერიოდის სიმპტომებს შორის მნიშვნელოვანია უროგენიტალური დარღვევები (საშოს სიმშრალე, ქავილი, წვა, ცისტალგიები, შარდის შეუკავებლობა). ასევე კანის და მისი დანამატების მხრივ ცვლილებები (კანის სიმშრალე, ნაოჭების გაჩენა და გაღრმავება, ფრჩხილების მსხვრევადობა, თმის ცვენა). კვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო მაღალია დ ვიტამინის დონე ქალის ორგანიზმში, მით დაბალია უროგენიტალური დარღვევების განვითარების რისკი. ასევე ერთ-ერთი კვლევით დასტურდება დ ვიტამინის ფუნგიციდური აქტივობა Candida Albicans-ის მიმართ. დ ვიტამინი დადებით ზემოქმედებას ახდენს კანის, ფრჩხილების და თმის მდგომარეობაზე, ანელებს დაბერების პროცესებს.

რაც შეეხება მენოპაუზის გვიანი პერიოდის სიმპტომებს, ესენია: ოსტეოპოროზი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ალცჰაიმერის დაავადება.

D ვიტამინი უზრუნველყოფს კალციუმის აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, პასუხისმგებელია კალციუმისა და ფოსფორის კონცენტრაციაზე ჩონჩხის კუნთებში, მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციის პროცესში. დ ვიტამინის დეფიციტი აძლიერებს მენოპაუზის პერიოდში ოსტეოპოროზის განვითარების რისკს. კვლევებით დადასტურებულია, რომ ადამიანებში, რომლებსაც დ ვიტამინის მაღალი დონე აღენიშნებათ, ფიქსირდება არტერიული წნევის შედარებით დაბალი ციფრები, მათ იშვიათად უვითარდებათ ჰიპერტონული დაავადება.

 

არსებობს კლინიკური მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ D ვიტამინის ზეგავლენას როგორც გუნება-განწყობაზე, ასევე ცერებრულ ფუნქციებზე.

 

D ვიტამინის პროფილაქტიკისა და დეფიციტის შესავსებად აუცილებელია მიიღოთ დე3 ვიტამინი. დღეს უამრავი ქოლეკალციფეროლის შემცველი პროდუქტია ბაზარზე. ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქტის შერჩევა. ამ მხრივ გამოიყოფა ფრანგული კომპანია არკოფარმას პრეპარატ არკო D3, რომელიც მცენარეული წარმოშობისაა, არის უსაფრთხო და არ ახასიათებს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ორგანიზმში კუმულაცია და სისხლძარღვებში კალციფიკატების წარმოშობა. წარმოდგენილია ორი ფორმით - კაფსულები და წვეთები. 1 კაფსულა შეიცავს 2000 სე ქოლეკალციფეროლს. საპროფილაქტიკო დოზაა 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში. მცენარეული წარმოშობის გამო არკო D3 ის მიღება შეუძლიათ ვეგანებსაც.

 

მწარმოებელი - არკოფარმა, საფრანგეთი

არკო D3  მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელში

ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4 და აბაშიძის ქუჩა 34

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 599 09 09 09