Nuk
ხველა - 2020 წლის პანდემიის ერთ-ერთი აქტუალური სიმპტომი

თარიღი: 05 ივნისი, 2020

2020 წლის კოვიდ-19 ის პანდემიასთან დაკავშირებით ძალიან აქტუალური მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიდან ხველის თემაა, რომლის გარშემოც მოსახლეობას აქვს უამრავი კითხვა და ინტერესი. ხველის თემაზე ჩვენ გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსსუ-ს ფტიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის პრეზიდენტი, ეროვნული პრემიის ლაურეატი - ბატონი კახა ვაჭარაძე.

ბატონო კახა, გთხოვთ ზოგადად ხველის თაობაზე გვესაუბროთ: რა არის ხველა და რამდენად ხშირია ამ პრობლემით ექიმთან მიმართვიანობა?
- ხველა არის ორგანიზმის თავდაცვითი რეაქცია და წარმოიქმნება სასუნთქ გზებში უხვად არსებული ნერვული დაბოლოებების გაღიზიანების საპასუხოდ. გამღიზიანებელი კი შესაძლოა იყოს: ნახველი, მტვრის ნაწილაკი და ა.შ. ხველის მიზანია სასუნთქი გზებიდან სწორედ ამ გამღიზიანებლის მოცილება.

ხველა შესაძლოა განვითარდეს წელიწადის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ასაკში. ის არ არის დამოუკიდებელი დაავადება, არამედ წარმოადგენს სხვა დაავადებების თანმხლებ სიმპტომს. მაგალითად , ხველით მიმდინარეობს გაციება, სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციები, მათ შორის მიმდინარე პერიოდისათვის აქტიური კოვიდ-19, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, რინოსინუსიტი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ფილტვის ინტერსტიციული დაავადებები, ბრონქული ასთმა, თამბაქოს ხშირი და ხანგრძლივი გამოყენება და ა.შ.

მართალია ხველა არის ორგანიზმის თავდაცვითი რეაქცია, მაგრამ ის ხშირად ძალიან შემაწუხებელი და დამთრგუნველია, ხველა შედის 10 ყველაზე მეტად დამაუძლურებელ სიმპტომს შორის, ამიტომაც ის ექიმთან მიმართვიანობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და გავრცელებული მიზეზია ...

რა სახის ხველა არსებობს და რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს?
- ხველა შესაძლოა იყოს მშრალი და სველი. სველ, ანუ პროდუქტიულ ხველას თან ახლავს ნახველის გამოყოფა. ხანგრძლივობის მიხედვით არსებობს: მწვავე - 3 კვირამდე, ქვემწვავე - 4-8 კვირა (მოზრდილებთან) და ქრონიკული ხველა, 8 კვირაზე მეტხანს მოზრდილებისა და 4 კვირაზე მეტხანს ბავშვებისთვის. ყველა შემთხვევაში ხველა ძალიან საყურადღებოა და სჭირდება დროული და ადექვატური მკურნალობა.

როგორ ვუმკურნალოთ ხველას?
- ხველა არის ის სიმპტომი, რომლის მკურნალობაც აუცილებელია. მშრალი და პროდუქტიული, ანუ ე.წ. სველი ხველის მკურნალობა პრინციპულად განსხვავებულია. მშრალი ხველის დროს ვიყენებთ ხველის დამთრგუნავ საშუალებებს, მშრალი ხველა შესაძლოა განპირობებული ალერგიული ფონითაც იყოს და ხშირად ერთვება ანტიჰისტამინური საშუალებები მკურნალობის კურსში. განსაკუთრებით საყურადღებოა სველი, ანუ პროდუქტიული ხველა. რომლის დროსაც, ამოხველების პროცესის ხელშეწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ვინაიდან, თუ დროულად არ მოხდება სასუნთქი გზების ნახველისგან გათავისუფლება, ის შეიძლება ნოყიერი ნიადაგი გახდეს პათოგენური მიკრობების გამრავლებისთვის და დაავადება შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს.

რას გვირჩევთ პროდუქტიული ხველის დროს?
- პროდუქტიული ხველის დროს ძირითადად ვიყენებთ ნახველის გამათხიერებელ და ამოსახველებელ საშუალებებს. მკურნალობის მიზანი ამ დროს არის ლორწოს გათხელება და სასუნთქი გზებიდან მისი გამოყოფა.

თუ ხველას თან არ ახლავს: სუნთქვის გაძნელება, სისხლიანი ან ჩირქოვანი ჭარბი რაოდენობის ნახველი, პროდუქტიული ხველის თვითმკურნალობა შესაძლებელია.

ერთ ერთი რეკომენდებული საშუალება სველი ხველის დროს არის აცეტილცისტეინი, რომელიც მსოფლიოში მრავალი სამედიცინო ასოციაციის და მედიცინის მუშაკის მიერ აღიარებულია, ათხელებს ნახველს და ხელს უწყობს ამოხველებას, ამასთანავე აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი სხვადასხვა სამკურნალო ფორმით არის ბაზარზე წარმოდგენილი: ტაბლეტი, წყალში ხსნადი შუშხუნა ტაბლეტი, ფხვნილი... წყალში ხსნადი ფხვნილი, რომელიც ყველაზე სწრაფი ბიოშეღწევადობითა და სწრაფი თერაპიული ეფექტით გამოირჩევა. აცეტილცისტეინი დღეისთვის საქართველოში არის უკვე საშეების სახით და ეს პრეპარატებია - მუკოსოფტი და მუკოსოფტ კომპლექსი.

მუკოსოფტი (აცეტილცისტეინი) ათხელებს ბლანტ, ძნელად მოსაცილებელ ნახველს და აადვილებს ამოხველების პროცესს. არღვევს ნახველის მუკოპროტეინების დისულფიდურ ბმებს ისე, რომ არ ზრდის ნახველის მოცულობას. მუკოსოფტი გამოიყენება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს გასქელებული და ძნელად გამოსაყოფი ნახველის წარმოქმნა.

სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები ხშირად მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურით, თავის, კუნთების და სახსრების ტკივილით - ასეთ შემთხვევაში მინდა გირჩიოთ პრეპარატი მუკოსოფტ კომპლექსი, რომელიც არის კომბინირებული პრეპარატი და ამ ყველა პრობლემას ერთდროულად მოაგვარებს.

როგორ უნდა მივიღოთ ეს პრეპარატები?
- მუკოსოფტის ერთი საშე შეიცავს 600 მგ აცეტილცისტეინს. ერთი საშე იხსნება ერთ ჭიქა ცხელ წყალში და 14 წლის ზევით მიიღება დღეში ერთჯერ.
მუკოსოფტ კომპლექსი-ის ერთი საშე შეიცავს 200 მგ აცეტილცისტეინს და 500 მგ პარაცეტამოლს. ერთი საშე იხსნება ერთ ჭიქა ცხელ წყალში და 12 წლის ზევით მიიღება დღეში 3-ჯერ.

რა ხანგრძლივობით ინიშნება ეს პრეპარატები ?
მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს მუკოსოფტი / მუკოსოფტ კომპლექსი მიიღება 5-10 დღის ხანგრძლივობით . ქრონიკული დაავადებების დროს კი მუკოსოფტის გამოყენება შესაძლებელია 6 თვემდეც გახანგრძლივდეს.

რას ურჩევდით პაციენტებს, რომლებსაც გამოხატული აქვთ ხველის სიმპტომი?
-უპირველეს ყოვლისა ხველა საყურადღებო სიმპტომია და რთულია მისი დიფერენციაცია და სწორი შეფასება: მშრალია ხველა თუ სველი ანუ პროდუქტიული, აუცილებელია პაციენტმა მიმართოს მაღალკვალიფიციურ ექიმს, რომელიც შეძლებს ზუსტი დიაგნოზი დასვას: რა ტიპის ხველა ახასიათებს პაციენტს, რა დაავადების თანმხლები სიმპტომია კონკრეტულ შემთხვევაში ხველა. გახსოვდეთ, ხველა სიმპტომია და არა დაავადება, ამიტომ უმნიშვნელოვანესია იმის დადგენა, თუ რომელი დაავადების სიმპტომად გვევლინება ხველა კონკრეტულ შემთხვევაში.

და ბოლოს, რომელი ტიპის ხველა უფრო ახასიათებს მიმდინარე პანდემიას, COVID 19-ს, მშრალი თუ სველი ანუ პროდუქტიული?
- ზოგადად COVID 19 მსოფლიოში ჯერ ბოლომდე შეუსწავლელ ვირუსად რჩება და დაკვირვება მის სიმპტომატიკაზე მუდმივად მიმდინარეობს, სიმპტომები იმდენად მრავალფეროვანია და ყოველდღიურად ახლდება, რთულია ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა. თუმცა ხშირად გამოვლენილი რაც არის, თავიდან უფრო მშრალი ხველით იწყება, ხოლო შემდგომ ეტაპზე შესაძლოა გადაიზარდოს სველ, ე.წ. პროდუქტიულ ხველაში. დაუშვებელია Covid 19-თვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ექიმის რეკომენდაციების გარეშე თვითმკურნალობა. ამისთვის ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს, მთავრობას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს ზედმიწევნით გაწერილი რეკომენდაციები და სავალდებულოდ ვურჩევ პაციენტებს ამ რეკომენდაციების მკაცრ დაცვასა და განხორციელებას.