Nuk
კოტეჯი ბახმაროში ფიჭვის ტყეში

გაიწმინდეთ ფილტვები და ბრონხები, დაამარცხეთ ანემია. 
მთის კურორტ ბახმაროში, სატყეოს ქუჩა № 153-ში ქირავდება ახალგაზრდა ნაძვისა და ფიჭვის ტყეში ჩადგმული, კეთილმოწყობილი, კომფორტული კოტეჯი (საერთო ფართი 130კვ.მ) არის ოთხი საძინებელი (რვა საწოლი, ბავშვის საწოლი- ნატურალური ბამბის ახალი ქვეშაგებლით), სამზარეულო-სასადილო, აბაზანა, ავტოფარეხი და აივნები-საუცხოო ხედებით. ელექტროენერგია, ცხელი და ცივი წყალი (სათადარიგო 200 ლ. ავზითა და 100 ლ. ტიტანით). სახლში დაგხვდებათ ყველანაირი ჭურჭელი, მაცივარი, გაზი- სავსე ბალონთან ერთად, ელექტრო პლიტა, ელექტრო ბუხარი, შეშის ფეჩი, მტვერსასრუტი, ავტომატური სარეცხი მანქანა, რადიო, ტელევიზორი და ყველა წვრილმანი რაც შეიძლება დაგჭირდეთ ნემსის და ძაფის, წნევის აპარატისა და თერმომეტრის ჩათვლით. თან იქონიეთ მხოლოდ თეთრეული და ტანსაცმელი. 
გისურვებთ გემრიელ დასვენებას.
(სეზონი 20-25 დღე) ივლისის ბოლო - აგვისტო - ფასი: 1500 $ 
ივნისი ივლისის 20-მდე 1500 ლარი. სექტემბერი - 1500 ლარი 
ხანგრძლივობის მიხედვით ფასი შეთანხმებით.