Nuk
წყალტუბო პლაზა

სასტუმრო მდებარეობს ქალაქ წყალტუბოს ცენტრალურ მოედანზე. ქუთაისიდან 11 კმ-ს მანძილზე, თბილისიდან 244კმ-ში და შავი ზღვის სანაპიროდან 88 კმ-ში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და სასტუმროს შორის მანძილი 24 კმ-ა. 

სასტუმრო მდებარეობს ქალაქ წყალტუბოს ცენტრალურ მოედანზე. ქუთაისიდან 11 კმ-ს მანძილზე, თბილისიდან 244კმ-ში და შავი ზღვის სანაპიროდან 88 კმ-ში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და სასტუმროს შორის მანძილი 24 კმ-ა. 

სამედიცინო მომსახურება

წყალტუბოს თერმულ წყლებს განსაკუთრებული თვისება აქვს:

წყლების გადაადგილების შემთხვევაში ის კარგავს სამკურნალო თვისებებს. აქედან გამომდინარე, წყლის აბაზანები მოწყობილია თერმული წყლების ამოდინების წერტილებში და ეს იმას ნიშნავს, რომ არცერთ სასტუმროს წყალტუბოში თავისი აბაზანები არ აქვს. მაგრამ ეს არანაირ პრობლემას არ ქმნის დამსვენებლისთვის, რადგან წყალტუბო პლაზა სტუმარს უფასოდ სთავაზობს აბაზანებამდე ტრანსპორტირებას, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ წყალტუბოს აბაზანების ყველა არსებული პროცედურით.

წყალტუბოს წყალი დაახლოებით 70 დაავადებას კურნავს. 

წყალტუბოს წყლებით მკურნალობის მეთოდიკა, რომელიც დღემდე მუშაობს ასეთი სახისაა:

მკურნალობის ხანგრძლივობა 10-20 დღე

პაციენტს დღეგამოშვებით ენიშნება ერთი ან ორი აბაზანა

კურსზე გათვალისწინებულია 20-30 აბაზანა

აბაზანის ხანგრძლივობა 20 წუთი

 

სანამ გადაწყვეტთ, თუ რომელი აბაზანები გესაჭიროებათ ამისთვის აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რომელიც ადგილზე მოგემსახურებათ. თქვენ ჩაგიტარდებათ გამოკვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ ექიმი დაგინიშნავთ აბაზანის კონკრეტულ პროცედურებს. 

 

კურორტ წყალტუბოს სამკურნალო მიმართულებებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სფელეო თერაპია. წყალტუბოში პირველად სამკურნალოდ თეთრი მღვიმე იქნა გამოყენებული. გარდა თეთრი მღვიმისა წყალტუბოს ტერიტორიაზე რამდენიმე მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური მღვიმეა, რაც საშუალებას იძლევა სფელეო თერაპიის მკურნალობის ფართო გამოყენებას. 

 

მომსახურების ფასი და პროცედურები დამოკიდებულია კონკრეტულ სამკურნალო პროგრამაზე, რომელი აუცილებელია ექიმის დანიშნულებით შედგეს. თითო პროცედურის ღირებულება 3 დოლარიდან 20 დოლარამდე მერყეობს.

 

ანკურნებადი დაავადებების ჩამონათვალი

ოსტეოქონდროზი

კანის დაავადებები

გინეკოლოგიური დაავადებები

უროლოგიური და ანდროლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა

ენდოკრინული სისტემის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების შედეგად განვითარებული დაავადებები

 

პროცედურების ჩამონათვალი

მინერალური წყლის აბაზანები;

ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვა მინერალურ წყალში;

წყალქვეშა მასაჟი მინერალურ წყალში;

სამკურნალო ფიზკულტურა მინერალურ წყალში;

სამკურნალო ფიზკულტურა დარბაზში;

კლასიკური სამკურნალო მასაჟი ხელით;

გინეკოლოგიური ირიგაცია მინერალური წყლით;

ჰიდრო - ვიბრო მასაჟი მინერალურ წყალში;

ცირკულარული შხაპი მინერალური წყლით;

აღმავალი შხაპი მინერალური წყლით;

ფიზიოთერაპიული პროცედურები;

ინჰალაცია;

ტალახის აბაზანები;

მექანო თერაპია მინერალურ წყალში;

სამკურნალო ტალახის აპლიკაციები ;

შხაპი „შარკო“ მინერალური წყლით;