Nuk

კვიპაროსი - Cupressaceae

თარიღი: 13 მარტი, 2018

აკმაოდ მრავალფეროვანი ოჯახია. მოიცავს შემდეგ გვარებს Cupressus (ინტროდუცირებული), Juniperus (თბილისის მიდამოებში გავრცელებულია ბუნებრივად),  Biota (ინტროდუცირებული).  დომინანტი პოზიცია უჭირავს Cupressus-ის გვარის ინტროდუცირებულ სახეობას - Cupressus sempervirens-ს, მარადმწვანე კვიპაროსი.მისი სიმაღლე 30-60 მ-ს აღწევს. ფართოდაა გავრცელებული თბილისის ყველა უბანში, ბაღ-პარკებში და დასახლებულ ადგილებში. ახასიათებს მტვრის მარცვლის მაღალი პროდუქტიულობა და მაღალი ალერგენობა. Cupresaeceae-ს ოჯახის ზემოთ ჩამოთვლილი გვარებიდან Juniperus-ის გვარის სახეობები  ყვავილობას იწყებენ დეკემბრიდან, იანვრიდან უკვე ემატება  Cupressus- ის გვარში

გავრცელებული სახეობების (Cupressus sempervirens,  … ) და Biota-ს გვარში გაერთიანებული სახეობების  მტვრის მარცვლები და ყვავილობა გრძელდება მაისამდე