Nuk
რეკომენდაციები მცენარეული ალერგიის დროს

თარიღი: 06 მარტი, 2018

 

 

რეკომენდაციები მცენარეული ალერგიის დროს

1. დაკეტოს ფანჯრები  სახლსა და მანქანაში, ჩართოს კონდენციონერი

2. მოერიდოს დილით, როდესაც მცენარეების კონცენტრაცია ძალიან მაღალია, შენობის გარეთ აქტიურ საქმიანობას, მაგალითად ვარჯიშს - ვარჯიშის დროს შეისუნთქავს მეტ ჰაერს და შესაბამისად მეტი ალერგენი (ალერგიის გამომწვევი ყვავილის მტვრის ნაწილაკი) მოხვდება სასუნთქ სისტემაში

3. დარჩეს შენობაში განსაკუთრებით მშრალ ქარიან ამინდში.

4. თუ უწევს შენობის გარეთ გასვლა გაიკეთოს მზის სათვალე, ხოლო შენობაში როცა დაბრუნდება დაიბანოს სახე და ხელები და გამოიცვალოს ტანსაცმელი. 

5. მოერიდოს გაშლილ სივრცეში, მაგალითად მინდორში სეირნობას. ამ პერიოდში მცენარეული მტვრის კონცეტრაცია ძალიან მაღალია,

6. არ მიიღოს ალკოჰოლი - ის აფართოვებს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებს, ზრდის მათ გამტარობას, შესაბამისად იზრდება ალერგენებთან შეხების ალბათობა და ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი.

7. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ალერგიის საწინააღმდეგო წამლების განსაკუთრებით ეფექტურობები არიან, როდესაც მათი მიღება იწყება ალერგიული სიმპტომების განვითარებამდე, სასურველია მათი მიღების დაწყება სეზონამდე და გაგრძელება სეზონის განმავლობაში.  ასევე წინასწარ შესაძლებელია განისაზღვროს წამლების მოხმარების/დანიშვნის ხანგძლივობა.