Nuk
როგორ ამოვიცნოთ მცენარეული ალერგია

თარიღი: 08 მაისი, 2018

როგორ ამოვიცნოთ მცენარეული ალერგია?

მცენარეული ალერგიით მოავადე პაციენტისათვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რომელი მცენარის მიმართ არის ის სენსიბილიზირებულია, ანუ რომელ მცენარეზე აქვს ალერგია. ხეები, ბალახები/მარცვლოვნები, სარეველები - ეს იმ მცენარეთა ჯგუფების ჩამონათვალია, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ სენსიბილიზაცია (ალერგია).

 

 

მცენარეული ალერგიის დადგენა შესაძლებელია:

- კანის სინჯით - მცენარეული ექსტრაქტის დატანით კანზე და მსუბუქი ჩხვლეტით შესაძებელია ძალიან მოკლე დროში (30 წუთში) გავიგოთ თუ რომელი მცენარის მიმართ არის პაციენტი ალერგიული.

 

- სისხლში სპეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრით - ვენიდან აღებული სისხლის შრატით გვეძლევა განვსაზღროთ რომელი მცენარის მიმართ არის პაციენტი ალერგიული, მაშინ როცა კანის სინჯებით ამის დადგენა სხვა და სხვა მიზეზების გამო შეუძლებელია.

 

- იმუნოლოგიური ტესტი თნამედროვე ბიოჩიპის მეთოდით ანუ ISAC კვლევა ინფორმატიულია მაშინ, როდესაც პაციენტი ალერგიულია მრავალი მცენარის მიმართ და გვესაჭიროება ძირითადი ალერგენის განსაზღვრა იმუნოთერაპიის კურსის შესარჩევად.