სპორტული კომპლექსი არენა
ფასი: 120ლ

განახლებული საცურაო აუზი, სქესის მიხედვით სეპარირებული საუნები, გასარუჯი ვერანდა, ჯაკუზი, სატრენაჟორო დარბაზი, სპორტული დარბაზი (ფუტზალი/კალათბურთი..), ბოქსის სექცია, მასაჟის კაბინეტი, კაფეტერია,სილამაზის სალონი.
სპორტული მაღაზია, ტირი. ამავე კომპლექსის ტერიტორიაზეა სპორტული სასტუმრო, რომელიც მასპინძლობს როგორც სპორტსმენთა შეკრებებს, ასევე სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილე სპორტულ დელეგაციებს. 
მეორე კომპლექსი "არენა II", რომელიც გახლავთ ყოფილი "ქარიშხალა", ასევე შედის ამ სისტემაში. 
"არენა II"ში არის დიდი საცურაო აუზი, სადაც ფუნქციუონირებს წყალბურთის და ცურვის შესწავლის სექცია (წყალბურთის აკადემია/ცურვის აკადემია), საბავშვო საჭყუმპალაო მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. არის დიდი სპორტული დარბაზი და ამ დარბაზში საცოცი კედელი. 
"არენა II"ის ტერიტორიაზე გაიხსნა სპორტული მედიცინისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.