ჯანმრთელობის ცენტრი "ნეო"
ფასი: 150ლ

ჯანმრთელობის ცენტრი "ნეო" / Health Center Neo გთავაზობთ საცურაო აუზს თქვენი ჩვილებისთვის. ცურვა ადრეული ასაკიდან არის პირველი საშუალება იმისა, რომ ბავშვი იყოს ჯანმრთელი, ფიზიკურად და გონებრივად განვითარებული.

ადრეული ცურვა სწრაფად ანვითარებს ბავშვის ფიზიკურ და ფსიქომოტორულ მონაცემებს, ამცირებს ახალშობილებში კუნთების მომატებულ ტონუსს , რაც ხელს უწყობს ბავშვის მოტორული მოძრაობების განვითარებას, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და გულის კუნთის მუშაობას.

ცურვის მეშვეობით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ კუნთების ჰიპერტონია, ჰიპოტონია, კისერმრუდობა, სქოლიოზი, კუნთის დისტონია, ანემია, რაქიტი.

ბავშვები რომლებიც რეგულარულად დადიან ცურვის გაკვეთილებზე ყველაზე იშვიათად ავადმყოფობენ მწვავე რესპირატორული ინფექციებით, თავის ტოლებზე ადრე იწყებენ ხოხვასა და სიარულს, ურეგულირდებათ ძილი, უძლიერდებათ მადა.

ყვინთვის დროს ხდება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გაზრდა, რის შედეგადაც ჩქარდება მისი განვითარების პროცესი. ცურვა სტრესის მოხსნის და ორგანიზმის განვითარების საუკეთესო საშუალებაა.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით : 597947799;

მისამართი : ;

სამუშაო საათები 10.00 დან 18.00 მდე, დასვენების დღე ორშაბათი.