Nuk
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კიდევ 2 GDP სერტიფიკატი გასცა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კიდევ 2 GDP სერტიფიკატი გასცა


თარიღი: 06/05/2022

 სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კიდევ 2 GDP სერტიფიკატი გასცა. კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სერტიფიკატი კომპანია „ეი-ბი-სი ფარმალოჯისტიკსმა“ და „ვორლდვაიდ კლინიკალ თრაიალს - ჯორჯიამ“ მიიღო.

 

2022 წელს ფარმაცევტული საწარმოები და საბითუმო დისტრიბუტორები ვალდებულნი არიან, მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, GMP და GDP სტანდარტი დანერგონ.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, საერთო ჯამში, გაცემული აქვს 1 GMP და 4 GDP სერტიფიკატი. უწყება ამ ეტაპზე, დამატებით 20 განაცხადს სწავლობს. 

GMP/GDP სტანდარტის დანერგვით საქართველო აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით.