Nuk
2017 წლის ანგარიში
2017 წლის ანგარიში

2017 წლის მთავარ წარმატებად მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სტაბილურობის მიღწევა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პროგრამისთვის ამ კომპონენტის დამატება დაასახელა
თარიღი: 12/02/2018

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 2017 წელს უწყების მიერ განხორციელებული და მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ წარადგინა ანგარიში. 2017 წლის მთავარ წარმატებად მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სტაბილურობის მიღწევა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პროგრამისთვის ამ კომპონენტის დამატება დაასახელა. 

მინისტრის განცახდებით, მთავარ პრიორიტეტად, კლინიკური მოვლისა და მედიკამენტების ხარისხის მიმართულებით, კონტროლის სისტემის იმპლემენტაცია განისაზღვრება. დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილ პროექტებს შორის, ელექტრონული რეცეპტის სისტემაზე გადასვლა დაასახელა. 

უწყების ხელმძღვანელმა სოციალურ მიმართულებაზე საუბრისას, სისტემის სრულყოფისთვის, მეთოდოლოგიასა და ადმინისტრირებაში განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. 

შრომის უსაფრთხოების საკითხები, სფეროს მართვის იერარქია და შრომის ინსპექტორის ფუნქცია-მოვალეობები იყო ის ძირითადი საკითხები, რის შესახებაც გამოსვლის დასკვნით ნაწილში დავით სერგეენკომ ისაუბრა. 

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მოხსენების შემდეგ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დამსწრე საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.