Nuk
24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა
24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა

ყოველწლიურად მტკიცდება ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა, პროგრამის მიზანია ტუბერკულოზით ავადობის, სიკვდილიანობის და საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების შემცირება
თარიღი: 24/03/2018

24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა

- ყოველწლიურად მტკიცდება ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა, პროგრამის მიზანია ტუბერკულოზით ავადობის, სიკვდილიანობის და საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების შემცირება

- პროგრამის მოსარგებლეები არიან :
• საქართველოს მოქალაქეები,
• საქართველოში მუდმივამდ მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე და საქართველოში მყოფი ბაქტერიაგამომყოფი პირები ( მკურნალობის შედეგად აბაცილირების შემთხვევაშიც)
• მსჯავრდებულები

- მოსარგებლეებს სრულად უფინანსდებათ მომსახურების და მედიკამენტების მიწოდება

- მკურნალობის პროცესში ჩართულ სამედიცინო პერსონალსა და დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფ პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს უფასო გამოკვლევები უტარდებათ

- ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის შემადგენლობაში , ბავშვთა ტუბერკულოზის სამკურნალო განყოფილების ახალი შენობა გაიხსნა

ამბულატორიული სერვისების მიღება შესაძლებელია ყველა მუნიციპალიტეტში

- ჰოსპიტალი ფუნქციონირებს : თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში,ბათუმში, აბასთუმანსა და ფოთში.

- 2016 წლიდან საქართველო ამოღებულ იქნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცემული მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მაღალი ტვირთის მქონე ქვეყანათა სიიდან.