Nuk
აივ სტატისტიკა
აივ სტატისტიკა


თარიღი: 06/07/2020

მიმდინარე წლის  2 ივლისის მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 274 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით,  შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 321 ახალი შემთხვევა.

სულ 2020 წლის 2 ივლისის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8376 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6252   მამაკაცი  2124  ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  4340 პაციენტს განუვითარდა. 1705 გარდაიცვალა.

30  ივნისის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს  5220 (4630 + 590 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 (38 + 8 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:  37.0 % (3098) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;  48.7 %  (4080) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;  12.0 %  (1001) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;  1.3 %   (109) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 %   (41) - სისხლის რეციპიენტია;  0.6 %   (46) - გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3029 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1153; შემდეგ იმერეთში 1004; აჭარაში 958; აფხაზეთში (526); კახეთში (411) ქვემო ქართლში (478); შიდა ქართლში (306); გურიაში (175); სამცხე-ჯავახეთში (112) და ..

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა.  27   გარდაიცვალა.   3   გავიდა ქვეყნიდან.

განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით - 108 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი - 4, დაუდგენელი - 2.