Nuk
26 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით საქართველო ევროპის ტესტირების კვირეულს უერთდება
26 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით საქართველო ევროპის ტესტირების კვირეულს უერთდება

შოთა რუსთაველის გამზ. N7
თარიღი: 29/11/2018

1 დეკემბერს, 11:00 საათზე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში (შოთა რუსთაველის გამზ. N7) ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის და საქართველოს შიდსის ასოციაციის ორგანიზებით შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება.

 

კონფერენციაზე განხილული იქნება ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ტენდენციები და შიდსის ეპიდემიის დასრულების სამოქმედო ინიციატივა.

 

26 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით საქართველო ევროპის ტესტირების კვირეულს უერთდება!

 

დღეისათვის, ევროპაში აივ/შიდსით 1.2 მლნ ინფიცირებული ადამიანი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ყოველმა მეოთხე ინფიცირებულმა თავისი სტატუსის შესახებ არ იცის. ხოლო ვინც იცის, რომ აივ ინფიცირებულია, თითქმის 50%-ს დიაგნოზი დაუდგინდა დაავადების გვიან სტადიაზე.

 

შიდსის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში აივ/შიდსის შემთხვევების ტენდენცია მზარდია და 7000 შემთხვევას გადააჭარბა.

 

2018 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 7380 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5526 მამაკაცია, 1854 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  3938 პაციენტს განუვითარდა, 1500 - გარდაიცვალა.

 

31 ოქტომბრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს  4524.

 

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:  40.1 %  (2959) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;  46.2 % (3413) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;  11.1 %  (818) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;  1.4 %  (104) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 %  (36) - სისხლის რეციპიენტია;  0.7 %  (49) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

 

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2701 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა); სამეგრელოში 934 (აქედან ზუგდიდი - 630); შემდეგ იმერეთში 916 (ქუთაისი 451); აჭარაში 827 (ბათუმი – 533); აფხაზეთში (466); კახეთში (355) ქვემო ქართლში (384); შიდა ქართლში (278); გურიაში (156); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (105) და ა.შ.

 

2018 წლის 1 დეკემბრის  მონაცემებით დაფიქსირებულია   618 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 583 ახალი შემთხვევა.

 

ახლადგამოვლენილი 618 შემთხვევიდან ნარკოტიკების ინექციური  მოხმარებელია 16.3 %;  ჰეტეროსექსუაკური გზით დაინფიცირდა  62,9%; მსმ (მამაკაცი რომელსაც სექსი აქვს მამაკაცთან) - 19,4%;  აივ-ის გადაცემის დანარჩენმა გზებმა შეადგინა  1.4 %. 

 

სულ საქართველოში გამოვლენილია 109 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 68 - ვაჟი, 40 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3   გავიდა ქვეყნიდან;

 

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის აივ/შიდსზე ტესტირება და მკურნალობა უფასოა.

 

გაეროს შიდსის პროგრამის მოწოდებით 2018 წლის შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის დევიზია: „იცოდე შენი აივ სტატუსი!”

 

ნუ გადადებთ ხვალისთვის, ჩაიტარეთ აივ ტესტირება დღესვე!