Nuk
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ მადლობა გადაუხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალს
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ მადლობა გადაუხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალს


თარიღი: 01/04/2020

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ მადლობა გადაუხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალს კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში განსაკუთრებული მონაწილეობისთვის. ამის შესახებ, საელჩომ სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა: 

"COVID-19-თან ბრძოლა მოითხოვს მრავალმხრივ ცოდნასა და ნიჭს. ამერიკის საელჩოს სურს, მადლობა გადაუხადოს მათ, ვინც უსაფრთხოდ და ჯანმრთელად ყოფნაში გვეხმარება. 

დღეს ჩვენ მივესალმებით საქართველოს სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალს, რომელიც, ხშირად, პირველი გვეხმარება ავად ყოფნისა თუ დაშავებისას. სასწრაფოს თანამშრომლები COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ჩვენ მადლიერნი ვართ ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ." - აცხადებს აშშ-ის საელჩო საქართველოში.