Nuk
არის თუ არა მზე საზიანო ფარისებრი ჯირკვლისთვის
არის თუ არა მზე საზიანო ფარისებრი ჯირკვლისთვის


თარიღი: 30/08/2021

ზაფხული დასვენებასა და გართობასთან ასოცირდება. თუმცა, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის, ის  გარკვეულ დისკომფორტსაც უკავშირდება.

ზაფხულში შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების ცვლილება, რაც გამოწვეულია გარემოს ტემპერატურის მატებითა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. ზედმეტმა მზის სხივებმა შესაძლოა გამოიწვიოს აუტოიმუნური თირეოდიტის გამწვავება. ამიტომაც, ფარისებრი ჯირკვლით დაავადებულმა ადამიანებმა  უმჯობესია, ენდოკრინოლოგთან გაიარონ კონსულტაცია.

ზღვაზე დასვენება ჰიპოთირეოზით დაავადებულთათვის შესაძლებელია, თუმცა, გარკვეული რეკომენდაციების დაცვით. აუცილებელია მკურნალი ენდოკრინოლოგის რჩევების გათვალისწინება.

გთავაზობთ დამატებით რჩევებს, თუ როგორ გავირუჯოთ უსაფრთხოდ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების დროს:
• შეეცადეთ ქლორიანი აუზის ნაცვლად, დასასვენებლად შეარჩიოთ მარილიანი წყლის აუზი, ან ზღვა. ის უმჯობესია თქვენი თმისთვის, კანისა და ფარისებრი ჯირკვლისთვის. ამასთანავე, ქლორს შეუძლია ხელი შეუშალოს თქვენს სხეულს იოდის ათვისებაში. თუმცა, ქლორიან აუზში ჩასვლამდე, შხაპის მიღება დაგეხმარებათ მისი უარყოფითი ეფექტის შემცირებაში.
• თუ მაინც, ქლორიან აუზზე შეაჩერებთ არჩევანს, აუზში ჩასვლამდე დაასველეთ თმა სუფთა წყლით. ჰიპოთირეოზის დროს ისედაც დამახასიათებელია მშრალი და მტვრევადი თმა. ქლორი კი უფრო მეტად გამოაშრობს მას და მყიფეს გახდის.
• დიდი ხნის განმავლობაში არ იყოთ პირდაპირი ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ, უმჯობესია დაისვენოთ ჩრდილში, მზის აბაზანები კი მიიღოთ დილით ან საღამოს.
• წაისვით მზისგან დამცავი კრემი და განაახლეთ იგი ყოველ 2-3 საათში ერთხელ. აუცილებლად ატარეთ ქუდი და მზისგან დამცავი სათვალე.
• ეცადეთ თავიდან აირიდოთ სხეულის დეჰიდრატაცია. მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე.
• მზე სასარგებლოდ მოქმედებს მთელ სხეულზე, ენდოკრინული სისტემის ჩათვლით. ამიტომაც, სასარგებლოა თბილ ქვიშაზე ყოფნა. მოკლე თერმული მკურნალობა დადებითად აისახება ფარისებრ ჯირკვალზე.
• სანაპიროზე ატარეთ თეთრი შარფი. ის აირეკლავს მზის სხივებს და დაიცავს თქვენს ფარისებრ ჯირკვალს.
• ატარეთ ღია ფერის ტანსაცმელი, ის აირეკლავს მზის შუქს. შავი და მუქი ფერის ტანსაცმელი კი შთანთქავს მზის სხივებს.
• ბოლოს, პრევენციის მიზნით სასარგებლოა ინოვაციური პროდუქტი თიროქსილი 4.0, რომელიც დაეხმარება ფარისებრ ჯირკვალს ჰიპოთირეოზის დროს ფიზიოლოგიური ფუნქციის შენარჩუნებაში.

 

#ინოთიმი #ფარისებრიჯირკვალი #მზე #იყავიინფორმირებული #მიჰყევითინოვაციებს