Nuk
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად სამედიცინო დაწესებულებებისთვის ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა


თარიღი: 28/02/2017

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად 1-ელი მარტიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა.

 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სელექტიური კონტრაქტირება განხორციელდება მხოლოდ იმ კლინიკებში, სადაც: წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარეა და პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში მინიჭებული აქვს შესაბამისი დონე.

 

სამინისტროს განმარტებით, პირველ ეტაპზე, ცვლილება სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებებს შეეხება.

 

”პროგრამაში დარჩებიან მხოლოდ ის კლინიკები, რომლებიც ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფელებენ. პირველ ეტაპზე ცვლილებები სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდება, რადგან ამ ქალაქებში უკვე არსებობს 2 ან მეტი სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება.

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღა, სწორედ ამ ცვლილებით ამოქმედდა.

 

სელექციური კონტრაქტირება დედათა და ბავშვთა მოვლის დაწესებულებებიდან იმის გათვალისწონებით დაიწყო, რომ წინამოსამზადებელი სამუშაოები მსგავსი პროფილის კლინიკებში უკვე ჩატარებულია (კლინიკებს მინიჭებული აქვს შესაბამისი დონეები)”, – განმარტავენ სამინისტროში.

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღის ფარგლებში, სელექციურიური კონტრაქტირება სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებშიც იგეგმება.

 

ცვლილება გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკების წარმომადგენლებსა და დედათა და ბავშვთა საბჭოს წევრებს გააცნო.

 

წყარო: interpressnews