Nuk
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში, ორი წლის განმავლობაში გარკვეული სახის ბენეფიტები შეუნარჩუნდებათ
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში, ორი წლის განმავლობაში გარკვეული სახის ბენეფიტები შეუნარჩუნდებათ


თარიღი: 12/11/2018

„მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს გაუჩინოთ მუშაობის დაწყების მოტივაცია, ეს დადებითად აისახება როგორც მოქალაქეებზე, ისე ქვეყნის ეკონომიკაზე“ -  ეს განცხადება საფრანგეთის მთავრობის სახელმწიფო მრჩეველმა, მარისოლ ტურენმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაკეთა.

დავით სერგეენკომ  საფრანგეთის მთავრობის სახელმწიფო მრჩეველს მთავრობის ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში, ორი წლის განმავლობაში გარკვეული სახის ბენეფიტები შეუნარჩუნდებათ.

პროექტის მიხედვით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ ფულად სოციალურ დახმარებას, მეორე წელს კი შეუნარჩუნდებათ არაფულადი პრივილეგიები, რომლითაც სოციალურად დაუცველები სარგებლობენ.

„ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანი, რამდენიმე წლის წინ მსგავსი პრობლემა საფრანგეთშიც არსებობდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეგვენარჩუნებინა იმ ბენეფიტების ნაწილი,  რომლითაც ისინი სარგებლობდნენ. ამ გზით მოქალაქეები უფრო დაცულად გრძონებენ თავს და უჩნდებათ მუშაობის მოტივაცია“- განაცხადა მარისოლ ტურენმა.

შეხევდრას საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე ესწრებოდა. შეხვედრაზე მხარეებმა სოციალური პოლიტიკის კუთხით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და  სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.