Nuk
ბულგარეთის რესპუბლიკამ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა
ბულგარეთის რესპუბლიკამ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა


თარიღი: 04/06/2020

ბულგარეთის რესპუბლიკამ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. 400 სპეციალური კომბინიზონი, ამდენივე სახის ფარი და სათვალე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირადად ბულგარეთის ელჩმა საქართველოში, დესისლავა ივანოვამ გადასცა. დიპლომატის თქმით, ეს არის როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული ნაბიჯი და აღნიშნული ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობას უსვამს ხაზს. ჰუმანიტარული დახმარება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა ჩაიბარა.

როგორც ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძალიან მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი და შესაძლებლობა ეს ჰუმანიტარული დახმარება გადავცე საქართველოს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ შეძლო დღეს აქ ყოფნა, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. ეს არის როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული ნაბიჯი. აღნიშნული აჩვენებს რომ მსგავსი გამოწვევების დროს ჩვენ ერთად ვდგავართ. ეს არის  ბულგარეთის რესპუბლიკის კონტრიბუცია ევროკავშირის ფართო ინიციატივაშიევროპის გუნდი“, რათა მხარი დაუჭირონ  პარტნიორ ქვეყნებს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში და მის შედეგებთან გამკლავებაში”, - აღნიშნა დესისლავა ივანოვამ.