Nuk
ზურაბ აზარაშვილი „ცენტრალური ონლაინ კლინიკისა“  და ცხელი ხაზის  მუშაობას გაეცნო
ზურაბ აზარაშვილი „ცენტრალური ონლაინ კლინიკისა“  და ცხელი ხაზის  მუშაობას გაეცნო


თარიღი: 17/01/2022

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი   ზურაბ აზარაშვილი  „ცენტრალური ონლაინ კლინიკისა“  და სამინისტროს ცხელი ხაზის 15 05-ის  მუშაობას გაეცნო.
უწყების ხელმძღვანელმა პანდემიის პირობებში პლათფორმის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტები და განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში „ცენტრალური ონლაინ კლინიკისა“  და სამინისტროს ცხელი ხაზის მომსახურება კიდევ უფრო გაფართოვდება, რათა მოქალაქეებმა სამედიცინო მომსახურება ხარისხიანად და ოპერატიულად მიიღონ.
„ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ გადამზადებული ექიმები, უმცროსი ექიმები  და სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებული  პაციენტების მონიტორინგს და  მეთვალყურეობას  დისტანციურად ახორციელებენ, ხოლო პაციენტის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, დაყოვნების გარეშე სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფენ.
„ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის“  შენობაში განთავსებისთვის და პანდემიის პირობებში გაწეული თანამშრომლობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა სეუ-ს ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა