Nuk
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება
თარიღი: 17/03/2017

21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება

„კავშირი ჩვენი ბავშვები“ „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციასთან“ და საერთაშორისო ორგანიზაცია Down Syndrome International-თან პარტნიორობით ერთად, წელს მეექვსედ აღნიშნავს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს. 

21 მარტი, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. 21.03 გარკვეული სიმბოლიკის მატარებელია, დაუნის სინდრომი ვლინდება 21-ე ქრომოსომის გასამებით. 

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, მათ რიცხვშია საქართველოც. 

ორგანიზატორების ინფორმაციით, წლევანდელი კამპანიის საერთაშორისო სლოგანია – „ჩემი ხმა საზოგადოებაში“. 

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს უფლება აქვთ, გამოთქვან აზრი და იქონიონ ზეგავლენა სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, რაც უზრუნველყოფს სრულ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აღნიშნული სლოგანიდან გამომდინარე, 2017 წლის კამპანიის მოქმედი პირები იქნებიან თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები, რომლებიც საკუთარი უფლებების შესახებ ისაუბრებენ.

 

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: 

15-21 მარტი – „უთვალავი ჭრელი წინდის“ კამპანია

15 მარტი – შეხვედრა CSR კლუბთან და ფოტოგადაღება ჭრელი წინდებით

17 მარტი – დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა სპიკერების კონფერენცია ილიაუნიში – 19:00 ი.ჭავჭავაძის გამზ. 32 აუდიტორია A101

20 მარტი – ვიზიტი პრეზიდენტის სასახლეში და შეხვედრა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან

21 მარტი – კონფერენცია „ჩემი ხმა საზოგადოებაში“ ყოფილი პარლამენტის შენობაში

21 მარტი – ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია საქართველოს ყველა რეგიონის 17 მუნიციპალიტეტში

15-21 მარტი – კამპანია მსოფლიო და ადგილობრივი ვიდეორგოლებით. 

წყარო: ipn.ge