Nuk
ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული (World Breastfeeding Week -WBW 2017)
ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული (World Breastfeeding Week -WBW 2017)

ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული ყოველი წლის 1-7 აგვისტოს აღინიშნება
თარიღი: 04/08/2017

ერთად დავუჭიროთ მხარი ძუძუთი კვებას

ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული  ყოველი წლის 1-7 აგვისტოს აღინიშნება. მსოფლიოს 170-ზე მეტი ქვეყანა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 1990 წლის აგვისტოში მიღებული დეკლარაციით, ბავშვთა ჯანმრთელობის მხარს უჭერს და აძლიერებს ძუძუთი კვების სტრატეგიის, ხელშეწყობის მიზნით. ძუძუთი ექსკლუზიური კვება ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის უნიკალური საშუალებაა.

ახალშობილისა და ჩვილი ბავშვის საუკეთესო საკვები დედის რძეა. იგი ცოცხალი ბიოლოგიური ნივთიერებაა, რომელიც მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად. დედის რძეში საუკეთესო თანაფარდობით არის წარმოდგენილი ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი ყველა ნივთიერება. ქალის რძე არა მარტო სრულფასოვანი საკვებია, არამედ დამცველობით ფუნქციასაც ასრულებს. დედის რძე ვიტამინების საუკეთესო წყაროა, და ამასთან მასში შემავალი დამცველობითი ფაქტორები იცავს ბავშვს მრავალი ინფექციური, არაინფექციური და  ალერგიული დაავადებისაგან. ამავე დროს, ქალის რძე თავად ასტიმულირებს ბავშვის იმუნური სისტემის მომწიფებას. სწორედ ამიტომ, ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვები გაცილებით იშვიათად ავადდებიან ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფი. იგი შეიცავს ანტისხეულებს, რომელიც იცავს ბავშვებს მრავალი დაავადებისაგან. მაგ. პნევმონიისა და დიარეისაგან, რომლებიც ბავშვთა სიკვდილიანობის ორ ძირითად მიზეზს წარმოადგენს მსოფლიოში.

 

ქალის რძე შეიცავს ფერმენტებს, რაც ხელს უწყობს ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მისი მონელების პროცესს. დედის რძეში შემავალი ჰორმონები და ზრდის ფაქტორები განაპირობებენ ბავშვის ორგანიზმის ყველა სისტემის ფუნქციურ ზრდას და მომწიფებას. ძუძუთი კვება ხელს უწყობს ბავშვის ინტელექტუალურ (გონებრივ) განვითარებას. ამავე დროს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ენისა და სახის კუნთების განვითარებაში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომში სწორი თანკბილვისა და მეტყველებისთვის. დედასთან კონტაქტი, კომფორტული გარემო, წოვის რეფლექსის დაკმაყოფილება, უსაფრთხოების შეგრძნება, სრულფასოვანი საკვების მიღება, ორგანიზმის თითოეული ფუნქციის ჩამოყალიბება, იმუნური, ნერვული და ენდოკრინული სისტემის განვითარება სწორედ ძუძუთი კვებასთან არის დაკავშირებული.                                        

 

2017 წლიდან შეიქმნება ონლაინ პლატფორმა, რომლის ამოცანაა გრძელვადიანი მიზნების განხორციელება შემდეგიმი მართულებებით: 

1. პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი ქმედებების განხორციელება

2. პოტენციური პარტნიორების მოძიება

3. ინფორმაციის გაზიარება

4. შეფასება და სამომავლო ქმედებების დაგეგმვა

 

სამოქმედო გეგმა

ძუძუთი კვების, როგორც მდგრადი განვითარების მიზნების ერთ-ერთ  უმნიშვნელოვანესი ნაწილის ადვოკატირება.

მრავალ სექტორული მიდგომა ძუძუთი კვების ხელშემწყობი პროგრამების განხორციელების მიზნით, ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა კვება, ჯანმრთელობა, შრომა და დაფინანსება.

ეფექტური ნუტრიციული პოლიტიკის მიღება, იმპლემენტაცია და გატარება.

ნუტრიცილ პროგრამების მეშვეობით ძუძუთი კვების კომპონენტის მოცვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ძუძუთი კვების პროგრამების პოლიტიკური, ფინანსური და სოციალური მხარდაჭერა.

მტკიცებაზე დაფუძნებული, ძუძუთი კვების  მოკლე- და გრძელ- ვადიანი სარგებლის ადვოკატირება.

სახელმწიფოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეას შორის თანამშრომლობის ადვოკატირება

ძუძუთი კვების, როგორც ჩვილ ბავშვთა კვების შეუცვლელი კომპონენტის სტანდარტიზაცია

გატარებული პოლიტიკის უწყვეტი მონიტორინგი

მშობელთა სოციალური დაცვის ადვოკატირება ყველა ქალისთვის ყველა სექტორში.  

პარტნიორობა პროფკავშირებთან და დამსაქმებლებთან დასაქმებული მშობლების ხელშეწყობისა და მათთვის  ადაპტირებული სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით.

სახელმწიფოს ჩართვა მსოფლიოს ძუძუთი კვების ინიციატივის (WBTi) პროცესში.

ძუძუთი კვების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიების განხორციელება. მაგალითად საჯარო სივრცეებში ძუძუთი კვების ნორმალიზება.

ექთნების, ექიმების, ნუტრიციოლოგების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებისა და სათემო მუშაკების გადამზადება ჩვილებისა და ბავშვებისა ძუძუთი კვების საკითხებში.

ძუძუთი კვების მხარდასაჭერად განხორციელებული პროგრამების ფოკუსირება მოზარდ და მარტოხელა დედებზე.

საზოგადოების ყველა სეგმენტის ჩართეთ ძუძუთი კვების დაცვის, ხელშეწყობისა და მხარდაჭერისათვის გამართულ ძუძუთი კვების საერთაშორისო კვირეულში.

 

წყარო: http://ncdc.ge