ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია - თანამედროვე მედიცინის თვალსაჩინო პროგრესი
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია - თანამედროვე მედიცინის თვალსაჩინო პროგრესი


თარიღი: 23/10/2017

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია - თანამედროვე მედიცინის თვალსაჩინო პროგრესი!

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია სხვადასხვა სერიოზული დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი ფართოდ გამოყენებადი მეთოდია, რომელიც დაზიანებული უჯრედების ახალი და ჯანმრთელი უჯრედული მასით ჩანაცვლების შესაძლებლობას იძლევა.

 

რა წარმოადგენს ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედები? 

ძვლის ტვინი სისხლმბადი სისტემის უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელიც ღრუბლის მსგავსი ქსოვილია და მოთავსებულია მსხვილ ძვალთა ღრუებში. 

განასხვავებენ ძვლის წითელ და ყვითელ ტვინს. წითელი ტვინი უხვად შეიცავს სისხლის წარმომქმნელ მიელოიდურ ქსოვილს, ყვითელ ტვინში კი ცხიმოვანი ქსოვილი სჭარბობს. ძვლის წითელი ტვინი ადამიანის სხეულის მასის 1,5%-ს შეადგენს და მთელი სიცოცხლის განმავლობაში ნარჩუნდება (ადამიანის ბრტყელ ძვლებში, ხერხემლის მალებსა და ლულისებრი ძვლების ეპიფიზებში). ასაკთან ერთად ლულისებრი ძვლების ღრუებში სისხლმბად ქსოვილს ცხიმოვანი ქსოვილი ენაცვლება და, შესაბამისად, ტვინი მათში ყვითელი ხდება

ძვლის ტვინი ზრდასრული ორგანიზმის ერთადერთი ქსოვილია, რომელიც ნორმაში ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ღეროვან უჯრედებს. 

ღეროვანი უჯრედები ძვლის ტვინში წარმოქმნიან სამი მნიშვნელოვანი სახის სისხლის უჯრედებს:

სისხლის წითელი უჯრედები - რომლის საშუალებითაც მიეწოდება ჟანგბადი მთელ ორგანიზმს;

სისხლის თეთრი უჯრედები - რომელიც იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან;

თრომბოციტები - რომელიც სისხლს შედედების უნარს სძენს.

მოზრდილ ორგანიზმში ღეროვანი უჯრედები აღმდგენ ფუნქციას ასრულებს, რადგან ღეროვანი უჯრედებისგან ყალიბდება და დიფერენცირდება სხვადასხვა ქსოვილის შემადგენელი უჯრედები. ღეროვან უჯრედებს აქვს უნიკალური თვისებები - მიგრირდება ადამიანის ორგანიზმში და ანაცვლებს დეფექტურ (ან დაავადებულ) ორგანოს, გამოყოფს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს და  ორგანოს აღდგენის სტიმულირებას ახდენს. აქედან გამომდინარე, ღეროვანი უჯრედების გამოყოფა-მიღება და სამკურნალო თვალსაზრისით მათი ტრანსპლანტაცია თანამედროვე მედიცინის თვალსაჩინო პროგრესია.

 

რას გულისხმობს ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაცია?

ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაცია (გადანერგვა) გულისხმობს დაზიანებული უჯრედების მოცილებას და მათ ჩანაცვლებას ახალი, ჯანმრთელი ქსოვილით.

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დროს, შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც აუტოლოგიური (საკუთარი), ისე ალოგენური(ნათესაური) და ჰაპლოიდენტური(პაციენტის მშობლებიდან მოგროვებული ღეროვანი უჯრედებისა და ნახევრად შეთავსებადი დონორის ღეროვანი უჯრედების ერთობლიობა) 

 

ღეროვანი უჯრედები.

აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია რეკომენდებულია მაშინ, როდესაც ძვლის ტვინის დამაზიანებელი დაავადება რემისიის სტადიაშია ან პათოლოგია, რომელიც მკურნალობას საჭიროებს, არ ეხება ძვლის ტვინს. სხვა შემთხვევაში, აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედები აღარ გამოდგება და პაციენტს ალოგენური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის რეკომენდაცია ეძლევა. ალოგენური უჯრედების ტრანსპლანტაცია მიზენშეწონილია მაშინაც, თუ პაციენტის ძვლის ტვინში საკმარისი რაოდენობით ღეროვანი უჯრედები არ მოიპოვება.

ალოგენური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ნიშნავს, შეთავსებადი ნათესაური ღეროვანი უჯრედების გამოყენებას, როდესაც დონორი და რეციპიენტი HLA-ს სკალით 25%-ით ემთხვევიან ერთმანეთს. დონორად საუკეთესო ვარიანტია პაციენტის დის ან ძმის მოწვევა, რადგან ამ შემთხვევაში ძვლის ტვინის თავსებადობა საუკეთესოა. თუ პაციენტს არ ჰყავს გადანერგვისთვის გამოსადეგი ნათესავები, ძვლის ტვინის დონორთა საერთაშორისო რეგისტრში შეთავსებადი არანათესაური დონორი იძებნება. მთავარია, შეთავსებადი არანათესაური დონორი და რეციპიენტი HLA-ს სკალით 35%-ით ემთხვეოდნენ ერთმანეთს.

 

რა დაავადებების დროს გამოიყენება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია?

ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაცია გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც წინათ განუკურნებლად მიიჩნეოდა. ამ მეთოდს მიმართავენ ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც არის: აპლასტიკურიანემია, მწვავე ლიმფოიდური ლეიკემია, მწვავე მეილოიდური ლეიკემია, ქრონიკული მეილოიდური ლეიკემია, იუვენური მიელომონიციტარული ლეიკემია, ჰოჯკინსის და არაჰოჯკინსის ლიმფომა, გაფანტული სკლეროზი, ნაწლავების ქრონიკული დაავადებები, სკლეროდერმა, თალასემია და სხვა.

 

როგორ ხდება ძვლის ტვინის მოგროვება-დამუშავება და რა პროცედურები უტარდება პაციენტს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის წინ?

ზოგადი ნარკოზი საშუალებას იძლევა, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ის უსიამოვნო შეგრძნებები, რაც შესაძლოა, ძვლის ტვინის მოგროვებას ახლდეს. ძვლის ტვინის ამოღება ამგვარად ხდება: სპეციალური ნემსი შეჰყავთ თეძოს ან ბარძაყის ძვლის ღრუში, სადაც, ჩვეულებრივ, ძვლის ტვინი ყველაზე მეტია და ის ნემსის საშუალებით შპრიცში შეიწოვება. პროცედურის შედეგად პაციენტს არანაირი ჭრილობა არ რჩება და, შესაბამისად, არც ნაკერების დადება სჭირდება. ტრანსპლანტაციისთვის საჭირო ძვლის ტვინის რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის სხეულის ზომებსა და აღებულ მასალაში ძვლის ტვინის უჯრედთა კონცენტრაციაზე. ამის შემდეგ ძვლის ტვინს ამუშავებენ (წმენდენ), რათა სიმსივნური და მიკროსკოპის ქვეშ არაიდენტიფიცირებული სხვა უჯრედებისგან გაათავისუფლონ. ძვლის ტვინს დამუშავება სჭირდება ალოგენური ტრანსპლანტაციის დროსაც, რათა  ტრანსპლანტატი მეპატრონის წინააღმდეგ რეაქციის (graft-versus-host disease(GVHD) რისკი მაქსიმალურად შემცირდეს. 

რაც შეეხება პაციენტის მომზადებას ტრანსპლანტაციისთვის, ახალი, ჯანმრთელი ძვლის ტვინის გადანერგვამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში მას საკუთარი ძვლის ტვინისა და სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად ქიმიოთერაპიას და/ან სხივურ თერაპიას უტარებენ, რის შედეგადაც თავისუფლდება ადგილი გადასანერგი ძვლის ტვინისთვის. ამას მოსამზადებელ რეჟიმს (conditioning) უწოდებენ. გარდა ამისა, ტრანსპლანტაციამდე პაციენტს უტარებენ საფუძვლიან გამოკვლევებს - შეისწავლიან მისი გულის, ფილტვების, თირკმელებისა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოთა ფუნქციურ მდგომარეობას, უტარებენ გენეტიკურ ანალიზებს და ა.შ.

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის წარმატება ბევრად არის დამოკიდებული პაციენტის ასაკზე, საერთო ფიზიკურ მდგომარეობაზე, დიაგნოზზე, დაავადების სტადიაზე. ამიტომ ეს ის ფაქტორებია, რომლებიც ძვლის ტვინის გადანერგვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.

 

Gop Hospital-ი წარმოადგენს,  ძტტ–ს უმსხვილეს  ცენტრს თურქეთში 

 

Gop Hospital-ის    ძტტ–ს პედიატრიული ცენტრი, 17 ერთადგილიანი პალატებით, წარმოადგენს ძტტ–ს უმსხვილეს  ცენტრს თურქეთში. პალატების ფართობი მერყეობს 22–დან 30მ2–მდე. 5 პალატა გამოყენებული იქნება ინტენსიური თერაპიისათვის, მიუხედავად ამისა, ყველა პალატაში არის ინტენსიური თერაპიისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა. პაციენტები იქნებიან ოცდაოთხსაათიანი დაკვირვების ქვეშ მედდების პოსტებიდან, თვალყურის დევნების ბიომეტრიული სისტემის საშუალებით. პაციენტებს შეეძლებათ თავიან ახლობლებთან ურთიერთობა ინტერნეტით, პალატებში, კამერებით აღჭურვილ TB–ეკრანებზე დაყენებული  Skype–ის პროგრამის საშუალებით. 

 

Gop Hospital წარმომადგენლობა უკვე თბილისშია და აღნიშნულ კლინიკაში მკურნალობის მსურველებს უფასო კონსულტაციას სთავაზობს.

 

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თბილისის წარმომადგენლობას:

 

უფასო მომსახურებაში შედის:

საავადმყოფოს პროფესორებთან სამედიცინო დოკუმენტაციის გადაგზავნა, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება. ხოლო მას შემდეგ, რაც პაციენტი გადაწყვეტს Gop Hospital ს საუნივერსიტეტო  klinikaSi mkurnalobas უფასო ტრანსპორტირება და პროფესიონალი თარჯიმნით მომსახურება, სურვილის შესაბამისად კი სასტუმრო სახლსა და სასტუმროებში ნომრის დაჯავშნას.