Nuk
ეკატერინე ტიკარაძე СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.
ეკატერინე ტიკარაძე СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.


თარიღი: 06/05/2021

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე СOVID-19-ის მართვაში ჩართული  კლინიკების ხელმძღვანელებსა და  კლინიკურ კონსულტანტებს შეხვდა.

მხარეებმა  არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს . ეკატერინე ტიკარაძემ  დეტალური ინფორმაცია მიიღო თითოეულ კლინიკაში არსებული საწოლფონდის რაოდენობის, მათი საჭიროებებისა და დამატებითი რესურსის მობილიზების შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს და აღნიშნეს, რომ კლინიკური კონსულტანტების ერთიანი პლატფორმა სამედიცინო მომსახურეობის ხარისხს  კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებსაც, რომლებიც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მსუბუქი შემთხვევების  კლინიკურ სასტუმროებში მართვას.