Nuk
ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელს შეხვდა
ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელს შეხვდა


თარიღი: 18/02/2020

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ბავშთა ფონდის (უნისეფიწარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საერთო პროექტები განიხილეს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა  ბავშთა სიღარიბის ზღვარის დაძლევის საკითხებზე, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაზე. გაეროს ბავშვთა ფონდმა მნიშვნელოვნად და დადებითად შეაფასა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების გაძლიერების კუთხით სამინისტროს მხრიდან დაწყებული რეფორმა.

დეტალურად ვისაუბრეთ იმ საკითხებზე რომლებიც ეხება ბავშთა სიღარიბის ზღვარის დაძლევის პროექტებს. ამ ეტაპისთვის დამთავრებულია გარკვეული საველე სამუშაოები და დაახლოებით ორ თვეში, ისინი წარმოგვიდგენენ კონკრეტულ გეგმას იმის თაობაზე თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს და გაუმჯობესდეს დღეს არსებული მოდელიასევე ვისაუბრეთ სოციალურად დაუცველი ადამიანების ფორმულის დახვეწასთან დაკავშირებით, თუ რა საშუალებები არსებობს იმისათვის, რომ დღეს არსებული მეთოდოლოგია კიდევ უფრო დაიხვეწოს და გახდეს უფრო მიზნობრივი ჩვენი ბენეფიციარებისთვის. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ დაიგეგმოს კონკრეტული შეხვედრები ამ ფორმულის მოდერნიზაციის შესახებ“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც  გაეროს ბავშთა ფონდის ხელმძღვანელმა საქართველოში ღასან ხალილმა აღნიშნაუნისეფისამინისტროსთან ერთად მრავალ წარმატებულ პროექტს ახორციელებს და სამომავლოდაც იგეგმება პროექტების მასშტაბების გაფართოება.

მინისტრთან შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ საერთო პროექტები, მათ შორის სოციალური დაცვის საკითხები. ვისაუბრეთ მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაზე, ასევე ბავშთა უფლებების კოდექსზე, რომელიც 2019 წლის სექტემბერში იქნა მხარდაჭერილი და განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის გზები, რათა მხარი დავუჭიროთ სამინისტროს აღნიშნული კოდექსის იმპლემენტაციისას. ამასთანავე განვიხილეთ ბავშთა სისხლში ტყვიის შემცველობის მნიშვნელოვანი პრობლემა, საკითხთან დაკავშირებით მჭიდროდ ვაგრძელებთ  თანამშრომლობას სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, რათა აღნიშნული ზიანი უახლოეს მომავალში შევამციროთ. ვისაუბრეთ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების განვითარებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრსა და მის მოადგილეების თანადგომისთვის“, - აღნიშნა  ღასან ხალილმა.