Nuk
ეკატერინე ტიკარაძე: „საერთო შემთხვევებიდან გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს, რაც მსოფლიო გამოცდილებასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია“
ეკატერინე ტიკარაძე: „საერთო შემთხვევებიდან გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს, რაც მსოფლიო გამოცდილებასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია“


თარიღი: 28/12/2020

ეკატერინე ტიკარაძე: „საერთო შემთხვევებიდან  გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს, რაც მსოფლიო გამოცდილებასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია“

 

„გარდაცვალების თითოეული შემთხვევა სახელმწიფოსთვის და მათი ოჯახებისთვის, რა თქმა უნდა უდიდესი დანაკარგია“ - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდ 19-ის ირგვლივ არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოში ვირუსისგან გარდაცვალების მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია. 

 

„მიუხედავად მკურნალობის წარმატებისა, სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ლეტალობის შემთხვევები.  საერთო შემთხვევებიდან  გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს, რაც მსოფლიო გამოცდილებასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ თითოეული შემთხვევა სახელმწიფოსთვის და მათი ოჯახებისთვის, რა თქმა უნდა უდიდესი დანაკარგია.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ