Nuk
„ეკრანისმიერი“ უძილობა
„ეკრანისმიერი“ უძილობა


თარიღი: 06/12/2022

მელატონინი - ეს არის ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება ადამიანის ორგანიზმში ღამით ჰორმონ სეროტონინისგან ეპიფიზში და არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის მონაცვლეობას, ანუ ორგანიზმის ბიოლოგიურ საათს. იგი პასუხისმგებელია ცირკადული რიტმის შენარჩუნებაზე. მელატონინის სეკრეცია დამოკიდებულია გარემოში სინათლე/სიბნელის ციკლის მონაცვლეობაზე. დღის დაწყებისას მზის სინათლე აინჰიბირებს მელატონინის პროდუქციას. საშუალოდ მელატონინის დონე ორგანიზმში მაქსიმუმს აღწევს ღამის 3-4 საათისთვის.

ყოველდღიურად ჩვენ ვიყენებთ პლანშეტებს, კომპიუტერებს, სმარტფონებს და არ ვაანალიზებთ იმას, რომ ამით ზიანს ვაყენებთ ჩვენს ორგანიზმს.

სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ ელექტრონული ეკრანების ხშირი გამოყენება უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე და ჩვენს ძილზე.

ლურჯი ნათება, რომელსაც გამოასხივებს ეკრანი, გაცილებით ძლიერია, ვიდრე თეთრი ნათება. ადამიანის თვალს არ შეუძლია ლურჯი ნათების გაფილტვრა. ეკრანების გამოყენებისას საღამოს საათებში, მათი ლურჯი ნათების გამო ხდება მელატონინის პროდუქციის შეფერხება. რაც მეტ ლურჯ ნათებას გაატარებს თვალი, მით ნაკლები მელატონინი სეკრეტირდება. კვლევებით დადასტურებულია, რომ ახალგაზრდების მიერ ეკრანის გამოყენება საღამოს პერიოდში 2 საათის განმავლობაში ამცირებს მელატონინის დონეს 30-60%-ით.

მელატონინის პროდუქციის დარღვევა იწვევს ცირკადული რიტმის დარღვევას, ჩაძინების გაძნელებას და არასრულფასოვან ძილს. ამ დროს რეკომენდებულია ძილის რეჟიმის მოწესრიგება, ძილის წინ ეკრანის გამოყენების მაქსიმალური შეზღუდვა და მელატონინის შემცველი პრეპარატების გამოყენება.

ფრანგული პრეპარატი არკორელაქსი მშვიდი ძილისთვის (მწარმოებელი კომპანია - არკოფარმა) შეიცავს მელატონინს ბ6 ვიტამინთან და სამი მცენარის ექსტრაქტთან (ვალერიანი, პასიფლორა, ეშოლცია) ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია ორშრიანი ტაბლეტის დამზადების უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს მელატონინის ორ ეტაპიან გამოთავისუფლებას. მელატონინის პირველი ნახევარი გამოთავისუფლდება დალევიდან 2 საათის განმავლობაში და უზრუნველყოფს სწრაფ ჩაძინებას, ხოლო მელატონინის მეორე ნახევარი გამოთავისუფლდება შემდეგი 6 საათის განმავლობაში და მისი გამოთავისუფლების მრუდი ემთხვევა ორგანიზმში მელატონინის ბუნებრივ მრუდს. მეორე ეტაპი უზრუნველყოფს ძილის უწყვეტობას და ამცირებს გამოღვიძებების სიხშირეს. 8 საათიანი ძილის შემდეგ მიღებული ტაბლეტიდან მელატონინის გამოთავისუფლება აღარ გრძელდება, რის გამოც არკორელაქსი მშვიდი ძილისთვის არ იწვევს ძილიანობას დღის განმავლობაში.

 

მწარმოებელი - არკოფარმა, საფრანგეთი

არკორელაქსი მშვიდი ძილისთვის მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელში

ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4 და აბაშიძის ქუჩა 34

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 599 09 09 09