Nuk
ეკტერინე ტიკარაძე: COVID-19 თან ბრძოლაში ჩართული ყველა რგოლის პერსონალის ანაზღაურება 50%-ით გაიზარდა ,რაზეც ჯამში სახელმწიფოს მიერ 5 მილიონი ლარი გამოიყო
ეკტერინე ტიკარაძე: COVID-19 თან ბრძოლაში ჩართული ყველა რგოლის პერსონალის ანაზღაურება 50%-ით გაიზარდა ,რაზეც ჯამში სახელმწიფოს მიერ 5 მილიონი ლარი გამოიყო


თარიღი: 23/12/2020

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძეს  განცხადებით,  პანდემიის ზრდადი დინამიკის პარალელურად სამინისტრომ სამედიცინო პერსონალის მობილიზებისა და გადამზადების მასშტაბური პროცესი განახორციელა.  ტიკარაძეს თქმით,  სამინისტრომ ვირუსთან ბრძოლაში   ექიმების კომპეტენციების გაძლიერების მიზნით, შესაბამისი პროფილების მიხედვით,ჰოსპიტლების პერსონალის  90%-ზე მეტი გადაამზადა.

 დღეს ამ  ბრძოლაში  13 300-ზე მეტი მედიკოსია ჩართული, რომლებიც გადაუდებელ და ჰოსპიტალურ მომსახურებას უწევენ  ინფიცირებულებს. მათი როლი თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში უდიდესია და სახელმწიფო თავის მხრივ მიმართავს ყველა შესაძლო გზას მედიკოსთა მხარდაჭერისთვის.სამინისტრომ ვირუსთან ბრძოლაში   ექიმების კომპეტენციების გაძლიერების მიზნით, შესაბამისი პროფილების მიხედვით,ჰოსპიტლების პერსონალის  90%-ზე მეტი გადაამზადა. ასევე, COVID-19 თან ბრძოლაში ჩართული ყველა რგოლის პერსონალის ანაზღაურება  გაიზრდა 50%-ით, რაზეც ჯამში სახელმწიფოს მიერ 5მლნ ლარი გამოიყო“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ