Nuk
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“ ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციები უკვე კისრის არეში განაკვეთის გარეშე ტარდება
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“ ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციები უკვე კისრის არეში განაკვეთის გარეშე ტარდება

პირველად საქართველოში „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“ პროფესორ კონსტანტინე მარდალეიშვილის ხელმძღვანელობით ქართველი ქირურგების მიერ შესრულებულ იქნა ენდოსკოპიური თირეოიდექტომია ტრანსაქსილარული მიდგომით.
თარიღი: 15/09/2017

პირველად საქართველოში „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“ პროფესორ კონსტანტინე მარდალეიშვილის ხელმძღვანელობით ქართველი ქირურგების მიერ შესრულებულ იქნა ენდოსკოპიური თირეოიდექტომია ტრანსაქსილარული მიდგომით. აღნიშნული ოპერაციის მეთოდო, რომელიც სულ ახლახანს დაინერგა „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“, გულისხმობს ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთას იღლიის ფოსოდან მიდგომით ენდოსკოპიური აპარატის საშუალებით, ქირურგიული განაკვეთის გარეშე. 

 

ეს ოპერაციები ხორციელდება ზოგადი გაუტკივარებით ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი პროცესების დროს. ოპერაციის შემდგომ პაციენტს არ აღენიშნება განაკვეთი კისრის არეში. ამავდროულად ინტრაოპერაციულად ტარდება შებრუნებული ნერვების მონიტორინგი, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ხმის ტემბრის ცვლილებას და ყლაპვის ფუნქციის მოშლას. 

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობის ეს ინოვაციური მეთოდი ტარდება ულტრა თანამედროვე იაპონური ენდოსკოპიური აპარატურის გამოყენებით.