Nuk
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიაზე.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიაზე.


თარიღი: 20/03/2018

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიაზე.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიასა და სტაციონარულ მომსახურებაში არსებული პრობლემების გადაჭრაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს. ჯანდაცვის სამინისტროში, სამუშაო ჯგუფის უკვე რიგით მეორე შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე კრიზისის დაძლევის გეგმა შეიმუშავეს, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობები განსაზღვრეს. ფორმატის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფი სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებასთან დაკავშირებით მონიტორთა მიერ მომზადებულ ტექნიკურ დასკვნას განიხილავს, რის საფუძველზეც ფსიქიკური განვითარების საბჭოსთვის წარსადგენად სპეციალურ გეგმას შეიმუშავებს. სამინისტროს ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ჯანდაცვის უწყების, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები შედიან.