Nuk
გესტაციური დიაბეტი
გესტაციური დიაბეტი


თარიღი: 21/04/2021

რა არის გესტაციური დიაბეტი და რამდენად ხშირად გვხვდება ორსულებში? რა მავნე გავლენა შეიძლება იქონიოს ორსულობაზე? როგორ ხდება გესტაციური დიაბეტის პრევენცია? აღნიშნულ თემაზე გვესაუბრება სამედიცინო ცენტრ ,,ციტო“-ს ექიმი ენდოკრინოლოგი თამარ მიქაშავიძე.

ქალბატონო თამარ, რა არის გესტაციური დიაბეტი და რამდენად ხშირად გვხვდება ის ორსულებში?
გესტაციური დიაბეტი არის ორსულობის დროს განვითარებული შაქრის მაღალი რაოდენობა სისხლში, რომელიც მშობიარობის შემდეგ ძირითადად გაივლის. ის ემართება ორსულთა დაახლოებით 0.3%-ს. გესტაციური დიაბეტის დროს ორგანიზმს აღარ ძალუძს გამოყოს ან გამოიყენოს ორსულობის დროს საჭირო რაოდენობის ინსულინი, რის შედეგადაც ვეღარ ხდება გლუკოზის გადამუშავება, მცირდება მისი, როგორც ენერგიის წყაროს გამოყენება და შესაბამისად, სისხლში იმატებს შაქრის დონე.

ვინ წარმოადგენს განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს გესტაციური დიაბეტის განვითარებისთვის?
გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან ქალები, რომელთაც აღენიშნებათ:
• გენეტიკაში შაქრიანი დიაბეტი;
• ანამნეზში გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევა;
• წინა ორსულობისას გესტაციური დიაბეტის არსებობა;
• ჭარბი წონა (BMI>25);
• სიმსუქნე ბავშვობაში;
• ნაყოფის წონა წინა მშობიარობისას იყო 4კგ. და მეტი;
• ასაკი (25 წელს გადაცილებული);
• ანამნეზში მკვდრადშობადობა;
• ნაყოფის განვითარების მანკი;
• პოლიკისტოზური  საკვერცხეების სინდრომი;
• გლუკოკორტიკოიდების გამოყენება;
• ქრონიკული ან ორსულობით ინდუცირებული ჰიპერტენზია.

რა მავნე გავლენა შესაძლოა იქონიოს გესტაციურმა დიაბეტმა ორსულობაზე, როგორც დედის, ისე ნაყოფის მხრივ?
თუ გესტაციური დიაბეტი დროულად არ იქნა დიაგნოსტირებული, თუ ორსული შესაბამის მკურნალობას არ იტარებს, იზრდება რისკი როგორც დედის, ასევე ნაყოფის მხრივ შემდეგი გართულებების განვითარების:
• პლაცენტის ნაადრევი მომწიფება;
• ნაყოფის განვითარების შეფერხება;
• ჭარბწყლიანობა;
• დიდი წონის ნაყოფი (მაკროსომია);
• ქალის და ნაყოფის ტრავმატიზაცია;
• ორსულებში არტერიული ჰიპერტენზია;
• პრეეკლამფსია;
• ნაადრევი მშობიარობა;
• მკვდრადშობადობა;
• მომავალში შაქრიანი დიაბეტის განვითარება;
• შესაძლო გართულებები ბავშვთა და მოზარდობის პერიოდში და სხვა.


ორსულობის რა ვადაზე ტარდება გესტაციური დიაბეტის სკრინინგი და რა გამოკვლევა ტარდება მის დასადგენად?
გესტაციური დიაბეტი ყველაზე ხშირად თავს იჩენს ორსულობის მეორე ტრიმესტრში. ყველაზე ხშირად მას თან არ ახლავს სიმპტომები და უმეტესი შემთხვევა დგინდება გესტაციური დიაბეტის სკრინინგის დროს სისხლში შაქრის დონის გამოკვლევის შედეგად. კერძოდ, 24-28 კვირაზე გეგმიურად კეთდება გლუკოზოტოლერანტობის ტესტი. ორსსულობის დროს ორგანიზმში ფიზიოლოგიურად ჭარბად გამომუშავდება პლაცენტური ლაქტოგენი, ესტროგენები, პროლაქტინი, პროგესტერონი. ეს ჰორმონები  ამცირებენ ორგანიზმში ინსულინის მოქმედების ეფექტს. ვითარდება ინსულინრეზისტენტობა. ეს ჰორმონალური ცვლილებები პიკს აღწევს ორსულობის 24-28 კვირის ვადაზე. ამიტომ კეთდება ამ ვადაზე გესტაციური დიაბეტის ტესტი: ორსულს ასმევენ 150 მლ წყალში გახსნილ 50 გრ გლუკოზას,  1 საათში იღებენ სისხლს ვენიდან, და აფასებენ მასში გლიკემიის დონეს.

იმ შემთხვევაში, თუ ორსული არის მაღალი რისკის მქონე, ტესტი უფრო ადრეულ ვადაზეც კეთდება.
გესტაციური დიაბეტის დიაგნოსტიკური კრიტერიუმებია: უზმოზე გლუკოზის კონცენტრაცია >95მგ/დლ (5,3მმოლ/ლ), 1 საათის შემდეგ >180მგ/დლ(10მმოლ/ლ), 2 საათის შემდეგ >155მგ/დლ (8,6მმოლ/ლ), 3 საათის შემდეგ >140მგ/დლ (7,8მმპლ/ლ).

როგორ ხდება გესტაციური დიაბეტის პრევენცია?
გესტაციური დიაბეტის პრევენცია მოიცავს შემდეგს: ჭარბწონიანი და ზემოთ აღნიშნული რისკის მქონე ქალებმა საჭიროა დაიცვან დიეტა (ნახშირწყლების შეზღუდვით, დღიური 2500კკალ), დოზირებული ფიზიკური დატვირთვა;

გესტაციური დიაბეტის საპრევენციოდ მომატებული რისკის მქონე ორსულებში მნიშვნელოვანია ისეთი ნივთიერების გამოყენება, როგორიცაა მიო-ინოზიტოლი.

ეს არის ორგანიზმში ბუნებრივად არსებული ნივთიერება, რომლის გამოყენება უსაფრთხოა ორსულობისას. გესტაციური დიაბეტის რისკის მქონე ქალებში მიო-ინოზიტოლის მიღება მკვეთრად ამცირებს ინსულინრეზისტენტობასა და გესტაციური დიაბეტი განვითარების რისკს.

ინოფოლიკი HP – საკვები დანამატი მიო-ინოზიტოლის, ალფა-ლაქტალბუმინისა და ფოლიუმის მჟავის შემცველობით.