Nuk
გულყვითელა ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგოდ
გულყვითელა ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგოდ


თარიღი: 02/11/2022

სტატისტიკურად ყოველი მე-10 ადამიანი ფრჩხილის სოკოს უჩივის, 65 წლიდან კი ყოველი მეორე.

სამწუხაროდ ეს პრობლემა სპონტანურად არ იკურნება, არამედ მასთან ბრძოლა ხანგრძლივი, თითქმის ქრონიკული პროცესია.

მისი კუპირება თუ სწორად და სწრაფად არ მოხდება შეიძლება კანზე და სხვა ჯანსაღ ფრჩხილებზეც გავრცელდეს.

ფრჩხილის სოკო არ არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაავადება, თუმცა სერიოზული დისკომფორტის შექმნა შეუძლია (ტკივილი, ქავილი..).

 

Calendula officinalis გულყვითელა დერმატოლოგიური გარეგანი საშუალებების საკმაოდ გავრცელებული კომპონენტია, რომელიც ნაზად უვლის და იცავს ჩვილის სათუთ კანსაც კი. ყვავილების ფიტოქიმიური შემადგენლობა - მწარე ნივთიერებები, ლორწო და ეთერზეთები ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობების შემახორცებელი მოქმედება.

ასევე გამოირჩევა შეშუპების მომხსნელი და ანტისეპტიკური თვისებებით. ფიტომედიცინაში გამოიყენება გულყვითელას ჭრილობის დასაბანი სითხე (გულყვითელას ესენცია), საფენები და მალამო.

ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ გულყვითელას ნაყენი ან მალამო იხმარება

 

გულყვითელას ფეხის აბაზანა:

4 სუფრის კოვზ გულყვითელას მშრალ ყვავილებს უნდა დაემატოს 0,5 ლ მდუღარე წყალი და თავდახურული ყოვნდება, მანამ სანამ არ გაგრილდება. ფეხის აბაზანაში მოთავსდება ნაყენი და დაემატება 60 მლ ვაშლის ძმარი. აბაზანის ხანგრძლივობაა 20 წუთი. პროცედურა ტარდება 2-ჯერ დღეში.

 

წყარო: #Naturheil¬kunde und Homöopathie

ანანო გაგუა