ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია - მართე ჰიპერტენზია სწორი მკურნალობით
ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია - მართე ჰიპერტენზია სწორი მკურნალობით

ჰიპერტენზიას ,,ჩუმ მკვლელს’’ უწოდებენ, რადგან ხშირ შემთხვევაში იგი უსიმპტომოდ მიმდინარეობს
თარიღი: 10/05/2018

ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია

„ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია“- ასეთია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ახალი კამპანიის სახელწოდება. 

არტერიული ჰიპერტენზია ადვილად პრევენცირებადი და მართვადი დაავადებააა მიუხედავად ამისა, ის მთელს მსოფლიოში ნაადრევი სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია. სწორედ ამიტომ, კამპანიის მიზანს დაავადების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება და ექიმსა და პაციენტს შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენს.  

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია დარგის სპეციალისტებთან, პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან რეგულარული შეხვედრები. ასევე, თბილისსა და რეგიონებში უფასო გასინჯვების ორგანიზება. მაისის განმავლობაში სააფთიაქო ქსელების - 771 ფილიალში განთავსდება წნევის საზომი აპარატები და ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება გაიგოს საკუთარი წნევის ციფრები. წნევის საზომი აპარატები ასევე განთავსდება სავაჭრო ცენტრებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები და პოსტერები. 

არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული მდგომარეობაა. იგი სიკვდილობის ძირითად და ინვალიდობის მესამე უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს მსოფლიოში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ხუთიდან ორ ზრდასრულ ადამიანს მაღალი წნევა აქვს, ჰიპერტენზიით ყოველწლიურად 1.5 მილიარდი ადამიანი ავადდება და 7 მილიონი კვდება.

საქართველოში ჰიპერტენზიის გავრცელების მაჩვენებელი 18-69 წწ პოპულაციაში 37.7%-ია. ჰიპერტენზიას ,,ჩუმ მკვლელს’’ უწოდებენ, რადგან ხშირ შემთხვევაში იგი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. 

თუ პაციენტს მუდმივად აქვს მომატებული წნევა, მის ჯამრთელობას საფრთხე ემუქრება. ჰიპერტენზიით დაავადებულთა უმეტესობამ დიაგნოზი არ იცის. ჰიპერტენზია რისკ-ფაქტორია