ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია
ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია

ჰიპერტენზიით დაავადებულთა ნაწილისთვის ცხოვრების წესის ცვლილება საკმარისია წნევის ნორმალური ციფრების მისაღწევად
თარიღი: 18/05/2018

ჰიპერტენზიით დაავადებულთა ნაწილისთვის ცხოვრების წესის ცვლილება საკმარისია წნევის ნორმალური ციფრების მისაღწევად, უმეტესობას კი ამასთან ერთად მედიკამენტური მკურნალობაც სჭირდება.
წნევის გაკონტროლება და მისი გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია!

►იყავით ფიზიკურად აქტიური - დღეში 30 წუთიან ვარჯიშს შეუძლია გულის შეტევებისა და ინსულტის თავიდან აცილება.

► ნუ მიიღებთ ალკოჰოლს ჭარბად - მისი ჭარბად მოხმარება არის გზა მაღალი წნევის, ინსულტის, გულის რითმის დარღვევისა და უეცარი სიკვდილის რისკისაკენ.

►იკვებეთ ჯანსაღად - მიირთვით ხილი და ბოსტნეული, ჯანსაღი კვება ეხმარება ორგანიზმს თავი დაიცვას ისეთი დაავადებებისგან როგორიცაა სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებები.

► არ მიიღოთ მარილი დღეში 5 გრამზე მეტი - მარილის მოხმარების შემცირებით ყოველწლიურად შესაძლებელი იქნებოდა 1.7 მლნ ადამიანის გადარჩენა.

► უარი თქვით თამბაქოს პროდუქტების მოხმარებაზე - ის დაკავშირებულია არტერიული წნევის მატებასთან, ცვლის დაავადების მიმდინარეობას და ხშირად შენიღბულს, უსიმპტომოს ან ავთვისებიანს ხდის მას. გართულებები შესაძლოა აისახოს პასიურ მწეველებზეც.

ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია
მართე ჰიპერტენზია სწორი მკურნალობით !