სიახლე! ინ ვიტრო განაყოფიერების სამსახური მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში
სიახლე! ინ ვიტრო განაყოფიერების სამსახური მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში

კლინიკა გთავაზობთ გამეტების (კვერცხუჯრედები, საკვერცხის ქსოვილი, სათესლე ჯირკვლის ქსოვილი და სპერმა) შენახვას გაყინვის სხვადასხვა მეთოდებით
თარიღი: 29/03/2018

სიახლე❗ მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში ჩამოყალიბდა ინ ვიტრო განაყოფიერების სამსახური. კლინიკა გთავაზობთ გამეტების (კვერცხუჯრედები, საკვერცხის ქსოვილი, სათესლე ჯირკვლის ქსოვილი და სპერმა) შენახვას გაყინვის სხვადასხვა მეთოდებით. 

პირველად საქართველოში ონკოლოგიური პაციენტებისთვის შესაძლებელია სასქესო უჯრედების შენახვა ქიმიოთერაპიის და დასხივების პროცედურის დაწყებამდე, რაც ხელს უწყობს სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობის შემდგომ რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენას და შენარჩუნებას.

მაღალკვალიფიციური ონკოლოგებით, ქიმიოთერაპევტებით გინეკოლოგებით, რეპროდუქტოლოგებით და ემბრიონოლოგებით დაკომპლექტებული გუნდი მოგემსახურებათ ინდივიდუალური პროტოკოლის დაგეგმარებასა და წარმატებით განხორციელებაში.

უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინ ვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტი გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას 

- რეპროდუქტოლოგია- უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

- ინ-ვიტრო განაყოფიერება IVF მეთოდით

- ინ-ვიტრო განაყოფიერება IVF მეთოდით

- ინ-ვიტრო განაყოფიერება PICSI მეთოდით

- გინეკოლოგია

- კონსერვატული გინეკოლოგია

- გინეკოლოგიური ქირურგია (ენდოსკოპია, ვაგინალური გინეკოლოგია)

- ენდოკრინოლოგია

- ანდროლოგია, უროლოგია –მამაკაცთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამსახური

- სპერმოგრამა

- სპერმის გაყინვა

- სპერმის მორფოლოგიური შეფასება და დნმ ფრაგმენტაციის განსაზღვრა

- ემბრიონების, კვერცხუჯრედების, ზიგოტების გაყინვა (ვიტრიფიკაცია)

- ემბრიონების გადატანა საშვილოსნოს ღრუში

- საკვერცხის ქსოვილის კრიოპრეზერვაცია

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ინ ვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტში ასევე ფუნქციონირებს დონაცია-სუროგაციის პროგრამები.

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში თქვენ საიმედო ხელში ხართ. ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა პროფესიონალებს!

 მისამართი: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4