Nuk
ჯანდაცვის სამინისტრომ ინფექციურ საავადმყოფოს სუნთქვის აპარატები გადასცა
ჯანდაცვის სამინისტრომ ინფექციურ საავადმყოფოს სუნთქვის აპარატები გადასცა


თარიღი: 07/10/2020

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ,ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს  გერმანული კომპანია “Dräger”-ის მიერ წარმოებული  5 ცალი სუნთქვის აპარატი გადასცა. ა ხალი სამედიცინო პარატი  კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვისაა გათვლილი.  

სუნთქვის აპარატი , გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო   და  გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტორომ, ჯანდაცვის უწყებას  ჰუმანიტარული დახმარების სახით  გადასცა.

„ დღევანდელ პირობებში , ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ მძიმე და კრიტიკული პაციენტების  მართვისთვის კოვიდ კლინიკებში შესაფერისი პირობები შეიქმნას . გერმანიის მთავრობის  დახმარებით მიღებული  5 სუნთქვის აპარატი , ინფექციური დაავადებების ცენტრს გადაეცა. ამ აპარატებით  იმ პაციენტებს დავეხმარებით , რომლებსაც კრიტიკული მოვლა  ყველაზე მეტად სჭირდებათ. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება  ყოველთვის საჭიროა,  განსაკუთრებით ამ პირობებში“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სუნთქვის აპარატის გადაცემის ცერემონიას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე  თამარ გაბუნია , საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში , ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ მარინა ეზუგბაია და  ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრ   აღმასრულებელი დირექტორი შოთა გოგიჩაიშვილი ესწრებოდნენ.