მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ჭიპლარის სისხლის ბანკი "ჯეოქორდი" საერთაშორისო ხარისხის ოქროს გვირგვინის მფლობელი გახდა
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ჭიპლარის სისხლის ბანკი "ჯეოქორდი" საერთაშორისო ხარისხის ოქროს გვირგვინის მფლობელი გახდა

ეს ჯილდო ჯეოქორდს 2017 წლის 26 ნოემბერს ლონდონში საზეიმოდ გადაეცა
თარიღი: 10/01/2018

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ჭიპლარის სისხლის ბანკი "ჯეოქორდი" საერთაშორისო ხარისხის ოქროს გვირგვინის მფლობელი გახდა

2017  წლის 25-26 ნოემბერს ლონდონში სასტუმრო Guoman Tower Hotel -ში გაიმართა კომპანია BID Group One-ის მიერ ორგანიზებული The International Quality Crown Award - საერთაშორისო ხარისხის გვირგვინის დაჯილდოება. კომპანია BID (Business Initiative Directions) One ესპანური კომპანიაა, რომელიც  არსებობის 32 წელს ითვლის და ეხმარება გამორჩეულად მაღალ ხარისხსა და ინოვაციებზე ორიენტირებულ ბიზნეს-კომპანიებს ამ მიზნების მისაღწევად.

კომპანია BID თავის წერილში აღნიშნავს, რომ ჯეოქორდი შეირჩა ოქროს კატეგორიის დაჯილდოებაში მონაწილეობისათვის.  სელექციის პროცესი მიმდინარეობდა კომპანია BID-ის მიერ 2017 წელს პარიზში, ნიუ იორკში, ფრანკფურტში, ჟენევასა და ლონდონში გამართულ კონგრესებზე. მოცემულ კომპანიას შექმნილი აქვს ხარისხის ექსპერტების  ფართო ქსელი, სადაც ჩართულნი არიან ბიზნეს-ურთიერთობის სპეციალისტები, მენეჯერები, ინჟინრები, ფიზიკოსები, ეკონომისტები, მათემატიკოსები, სოციოლოგები, რომლებიც აანალიზებენ თითოული ნომინანტი ფირმის აქტივობებს ოფიციალურ და დამოუკიდებელ მედიაში, საერთაშორისო გამოფენებიდან, კონსულტანტების,  უნივერსიტეტების, კომერციული პალატების, საელჩოების წყაროებიდან. საბოლოო გადაწყვეტილება ჯეოქორდის თაობაზე მოხდა ამ ქსელიდან მოპოვებული ინფორმაციაზე დაყრდნობით  BID-ის ხარისხის ექსპერტების მიერ.

ეს ჯილდო ჯეოქორდს 2017 წლის 26 ნოემბერს ლონდონში საზეიმოდ გადაეცა. ჯილდოს მინიჭება არის ჩვენი კომპანიის მიღწევების საერთაშორისო აღიარება ხარისხის და ინოვაციისდარგში. 

აღსანიშნავია, რომ კონგრესის მიმდინარეობისას BID-ისა და მადრიდის ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში  გაიმართა ორდღიანი  სემინარი ხარისხის მართვის შესახებ. სემინარზე განიხილეს ის უპირატესობანი, რომელსაც ხარისხის მაღალი  კულტურა ანიჭებს კომპანიას დიდი კონკურენციის პირობებში. სემინარზე მეტად საინტერესო იყო მოხსენებები ისეთი ინოვაციური მიმართულებების შესახებ, როგორიცაა ნეირომარკეტინგი,   სოციალური მარკეტინგი და ე.წ. მხარდაჭერის მარკეტინგი.  ინტერაქტიულ  სემინარებში და დისკუსიებში ჯეოქორდი აქტიურად იყო ჩართული. შედგა მრავალი შეხვედრა ხარისხის მართვის დარგის წამყვან სპეციალისტებისთან, მათ შორის BID-ის პრეზიდენტთან ჟოზე პრიეტოსთან. პრეზიდენტის თქმით, მისი კომპანია ჯეოქორდს მომდევნო წლებში დაეხმარება ხარისხის მართვის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში.

ჯილდო სტიმულს აძლევს კომპანია ჯეოქორდს შემდგომი წინსვლისა და განვითარებისათვის.

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი 20 წლისაა

 

2017 წლის 24 დეკემბერს მარდალეიშვილის სამედიცინო ცნეტრმა 20 წლის იუბილე რესტორან ფუნიკულიორში გრანდიოზულად აღნიშნა. ღონისძიებას კლინიკის თანამშრომლები და სამედიცინო საზოგადოების არაერთი საპატიო წარმომადგენელი დაესწრო.

იუბილეზე სტუმრებმა იხილეს სპეციალურად მომზადებული ფილმი, რომელიც სამედიცინო ცენტრის 20 წლის ისტორიას და მიღწევებს ასახავდა. გარდა ამისა, ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდენენ თანამშომლები, რომლებსაც მადლობის ნიშნად სპეციალური პრიზები გადაეცათ. საღამო უამრავი გასართობი და მუსიკალური პროგრამით იყო დატვირთული.

აღსანიშნვაცია, რომ 1996 წელს გერმანელი პარტნიეროების დახმარებით  შეიქმნა ქართულ-გერმანული კლინიკა, რომელიც იმ პერიოდში ონკოცენტრის სრულ მე-9 სართულს იკავებდა. სამედიცინო ცენტრის წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე, მოთხოვნა ცენტრის მომსახურებაზე წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდებოდა, ხოლო 2009 წლისთვის, დღევანელმა "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრმა" შეიძინა საკუთარი შენობა, რომელიც მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. დღესდღეობით "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, უახლესი აღჭურვილობითა და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ორიენტირებულია პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე.