Nuk
კარიტასის შინმოვლის თემაზე მომუშავე გუნდი კინესთეტიკის მეთოდებს დაეუფლა
კარიტასის შინმოვლის თემაზე მომუშავე გუნდი კინესთეტიკის მეთოდებს დაეუფლა

გასულ კვირას, საქართველოს კარიტასის პროექტის „შინმოვლის განვითარება საქართველოში“ 21 თანამშრომელს კინესთეტიკის ტრენინგი ჩაუტარდათ
თარიღი: 13/10/2018

კარიტასის შინმოვლის თემაზე მომუშავე გუნდი კინესთეტიკის მეთოდებს დაეუფლა

გასულ კვირას,  საქართველოს კარიტასის პროექტისშინმოვლის განვითარება საქართველოში“ 21 თანამშრომელს კინესთეტიკის ტრენინგი ჩაუტარდათ

ტრენინგი ჩაატარეს რუმინეთის კინესთეტიკის ასოციაციის ტრენერებმა - რუმინეთის, კარიტას ალბა იულიას დირექტორმა -ნი ანდრაშ მარტონმა და სამედიცინო დეპარტამენტის დირექტორმ -ნი პეტერ გიორგიმ, ხოლო საქართველოს კინესთეტიკის ასოციაციის პრეზიდენტმა შუქია ჭინჭარაულმ დახმარება  გაუწია მოწვეულ ტრენერებს.

აღნიშნული ტრენინგის მიზანია საქართველოს კარიტასის შინმოვლის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მომავალში კინესტეტიკის ტრენერების მომზადება, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ ცოდნის გავრცელებას საქართველოში. ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ, რუმინეთის კინესთეტიკის ასოციაციისგან შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ.

კინესთეტიკას, რომელიც არის მოძრაობის ხელოვნება, აქვს პრაქტიკული გამოყენება ზრუნვის სფეროში დაკარგული უნარების აღსადგენად.

მოძრაობის ხელოვნების შესწავლა და საკუთარი სხეულის შეცნობა პირველ რიგში აუცილებელია მათთვის, ვინც ზრუნვის სფეროშია ჩართული. როდესაც მათ ეცოდინებათ სხეულის მოძრაობის ერთგვარი ენა, ეს აუცილებლად დაეხმარება ზრუნვის სფეროში დასაქმებულ პერსონალს იმაში, რომ უფრო კვალიფიციურად, უფრო ეფექტურად და უფრო სწორად მოუარონ ბენეფიციარებს. ეს ტრენინგები სწორედ ამას შეუწყობს ხელს და მოხარული ვარ, რომ ქართველი სპეციალისტები კინესთეტიკით ძალიან დაინტერესებულები არიან“ - განაცხადა ბატონმა ანდრაშ მარტონმა.