საქართველო-უკრაინას შორის ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
საქართველო-უკრაინას შორის ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი ქვეყანათაშორის ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად
თარიღი: 27/11/2017

საქართველო-უკრაინას შორის ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

წამლის ხარისხის კონტროლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ უკრაინის მედიცინისა და ნარკოტიკების კონტროლის სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილემ თეიმურაზ პირველაშვილმა მოაწერეს.  

მემორანდუმი ქვეყანათაშორის ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. დოკუმენტი  წამლის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას, სისტემაში არსებული გამოცდილების გაზიარებასა და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს. 

ტიტრები: 

1. თეიმურაზ პირველაშვილი - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე

2. იგორ დოლგოვი - უკრაინის ელჩი საქართველოში