Nuk
პაატა იმნაძის განცხადება 87-ე საჯარო სკოლაში დაფიქსირებული მენინგოკოქცეემის ფაქტზე
პაატა იმნაძის განცხადება 87-ე საჯარო სკოლაში დაფიქსირებული მენინგოკოქცეემის ფაქტზე


თარიღი: 30/11/2018

„მოსწავლეებზე მენინგოკოქცემიის გადადების არავითარი რისკი ამ შემთხვევაში არ არსებობს“ - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, 87-ე სკოლაში დაფიქსირებული მენინგოკოქცემიის შემთხვევასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი განმარტებით, ინფექცია დაავადებულთან უშუალო, ხანგრძლივი კონტაქტისას, წვეთოვანი გზით გადადის. დაავადების გამომწვევი მიკრობი გარემოში, რამდენიმე წუთში იღუპება.

დაავადაბათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ მენინგოკოქცემიის ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, ობიექტის სველი წესით დამუშავება საკმარისია და დამატებით სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს.

პაატა იმნაძის განცხადებით, მენინგოკოკურ ინფექციას ტემპერატურის უეცარი მატება და სხეულზე ვარსკვლავისებრი სისხლჩაქცევები ახასიათებს. ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

 

მენინგოკოქცემიის შესახებ იხილეთ ვრცლად 

http://www.vidal.ge/health/meningokoqcemia