Nuk
მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის დელეგაცია ჯანდაცვის სამინისტროს ეწვია
მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის დელეგაცია ჯანდაცვის სამინისტროს ეწვია


თარიღი: 17/12/2019

მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდნენ. მხარეებმა ჯანდაცვის რეფორმის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლო სფეროებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსაც.

მინისტრთან შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა საკმაოდ პროდუქტიულად შეაფასა.

შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიულირომელსაც ვაშინგტონიდან მოწვეული ჯანდაცვის  მაღალკვალიფიციური ექსპერტები ესწრებოდნენ. განვიხილეთ ჯანდაცვის სისტემაში არსებული რეფორმები და ვისაუბრეთ ახალ შესაძლებლობებზე, რაც საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის არის გამიზნული. საუბარი შეეხო  ფასწარმოქმნას, სახელმწიფო დანახარჯების ეფექტურად გადანაწილებას,  საჯარო და კერძო სექტორს შორის არსებულ დინამიკას. მოუთმენლად ველით სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ამ საკითხებზე მუშაობას და ჯანდაცვის კუთხით იდეალური შედეგის მიღწევას“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

სამუშაო შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილეც ესწრებოდა. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა შეხვედრაზე ის ტექნიკური საკითხები გამოიკვეთა, რაშიც მსოფლიო ბანკის ექსპერტების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ჯანდაცვის რეფორმის პროცესში მონაწილეობა, ჯანდაცვის დაფინანსების რეფორმის  საკითხები, ასევე ხარჯების დადგენის, ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, ეს არის ყველა ის სფერო რაზეც ჩვენ მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად, მოკლე ხანში, გვექნება მუშაობის დაწყების საშუალება და ეს ყველაფერი მოხდება ახლად ჩამოყალიბებული უნივერსალური ჯანდაცვის საბჭოს ფარგლებში, რომელიც გააერთიანებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, სამედიცინო დაწესებულებებს და შექმნის ძალიან კარგ პლატფორმას იმისთვის, რომ ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება  მიღებულ იქნას ერთიან, გაზიარებულ ფორმატში საერთაშორისო ექსპერტების აქტიური ჩართულობით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.